ფაბრიციო რომანო კვარაცხელიას შესახებ საუბრობს

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ, სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში საუბრისას, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

"ვიღაცამ ასეთი შეკითხვა დამისვა: რას ფიქრობ ხვიჩა კვარაცხელიაზე ყაზანის "რუბინიდან"? არ ვიცი, გვარს სწორად თუ გამოვთქვამ.  მე ერთ პიროვნებას სამი თვის წინ შევხვდი, რომელმაც მითხრა, ფაბრიციო შეხედე ხვიჩა კვარაცხელიას.

მე ვუყურე მის თამაშს და შემიძლია ვთქვა, რომ ვინც მას შეიძენს, ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელს დაიმატებს. მისი თამაშით ძალიან მოვიხიბლე, მართლაც რომ ძალიან, ასე რომ ვნახოთ, სად წავა ხვიჩა."

"რუბინის" გარემარბის ბოლო დროს, ყველაზე ხშირად, გერმანულ "გლადბახს" უკავშირებენ
და სავარაუდო სატრანსფერო თანხაც (15-20 მილიონი ევრო) დასახელდა.

alt"მიონხენგლადბახისა და კვარაცხელიას ერთად წარმოთქმა რთულია" - "გლადბახის ფანები ტრანსფერს ითხოვენ

alt"გლადბახი" თანხას ასახელებს, მოლაპარაკებებს კი ერთ შემთხვევაში დაიწყებს

altჩაკვეტაძისა და კვარაცხელიას გუნდები კონფერენს ლიგისთვის ემზადებიან



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული