კვარაცხელიამ უპირატესობა გაზარდა - ვინ გახდება გამარჯვებული?!

AutoSharing Option
Golden boy-2021-ის გამოსავლენად tuttosport-ის მიერ ორგანიზებული გამოკითხვის მეორე ეტაპზე საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ უახლოეს  კონკურენტთან უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.

ამრიგად, პირველ ადგილს ხვიჩა კვარაცხელია ხმათა 44.8%-ით იკავებს (23656/ 52748)

მეორე ადგილზე "ბეშიქთაშის" მეკარე ერსინ დესტანოღლუ გახლავთ. თურქს საერთო ხმათა 25.9% აქვს (13678 / 52748).

ფავორიტებს ძალიან ჩამოშორდა ესპანელი პედრი, "ბარსელონას" ფეხბურთელს ხმათა 14.1% აქვს (7415/ 52748).

გულშემატკივრის არჩევნის შემდეგ, რომელიც რამდენიმე ეტაპის გავლას გულისხმობს, საქმეში წამყვანი სპორტული ჟურნალისტები ჩაერთვებიან.


მკითხველის კომენტარები / 11 /
ვატყობ ამ გამოკითხვასაც ნბა-ს მსგავსად გააუქმებენ
ზვიადი
12:40 26-07-2021
0
ობიექტურად ხვიჩას პირველი ადგილისთვის შესაფერისი ჯერ არ უჩვენებია, მაგრამ თუ გაიმარჯვებს ავტობიოგრაფიას გაიუმჯობესებს. დაე მიიღოს პირველი ადგილი. რა იცი რაში დასჭირდება:)
გ. ბ.
17:54 22-07-2021
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული