"მეცი" 23 ივლისს ლუქსემბურგულ RFCU-ს დახურულ კარს მიღმა შეხვდება, დანარჩენი მატჩების დასწრებასთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილება მოგვიანებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიიღება. "გენტთან" მატჩი 25 ივლისს
დაიგეგმა.
"მეცი" კიდევ ერთ ბელგიურ კლუბ "ანდერლეხტს" დაუპირისპირდება. დაზუსტებულია ორ მეტოქესთან - "დიჟონსა" და "სტრასბურთან" თამაშიც.
შეგახსენებთ, "მეცს" უკვე ორი ამხანაგური მატჩი ჰქონდა, მიქაუტაძის ანგარიშზე კი ერთი გოლია. რაც შეეხება "გენტს" - ჩაკვეტაძემ, დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ნიდერლანდური "უტრეხტის" წინააღმდეგ (0:3) 60 წუთი ითამაშა. ქართველის გუნდს ნორვეგიულ "ვოლერენგასთან" კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე აქვს შეხვედრები გასამართი და მალე ბელგიის ჩემპიონატიც სტარტს აიღებს.
მიქაუტაძემ ყოფილი კლუბის წინააღმდეგ მეორე ტაიმში ითამაშა
დაიწყო, დაიწყო - მიქაუტაძემ "მეცში" სეზონის პირველი გოლი გაიტანა [VIDEO]
გიორგი ჩაკვეტაძემ "გენტში" უკვე 1 საათი ითამაშა
ჩაკვეტაძისა და კვარაცხელიას გუნდები კონფერენს ლიგისთვის ემზადებიან