
"ჩვენი კლუბი ქართველ ნახევარმცველ ლუკა გაგნიძით შეივსო. ის საქართველოს ერთ-ერთ უძველეს ქალაქ ქუთაისში დაიბადა. 13 წლის ასაკში თბილისის "დინამოში" ჩაირიცხა და 4 წლის შემდეგ ძირითად გუნდში დებიუტი ჰქონდა.
!["თავდაჯერებულ თამაშსა და ადრეულ დებიუტს ვუსურვებთ" - "ურალმა" გაგნიძე წარადგინა [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/b57c39eb9a9ce4980c2d01337b8b8fba.jpg)
ქართველ ფეხბურთელს თავდაჯერებულ თამაშსა და რუსეთის პრემიერლიგაში ადრეულ დებიუტს ვუსურვებთ!"
გაგნიძეს თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში 1 გოლი და 3 საგოლე პასი ჰქონდა. 18 წლის ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინ მოსკოვის "დინამოსთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
"ურალმა" რუსეთის პრემიერლიგის გასული სეზონი მე-12 ადგილზე დაასრულა, 2021-22-ის პირველ შეხვედრაში კი - 25 ივლისს, "კრასნოდარს" უმასპინძლებს.
მოსკოვის "დინამოში" ახლახან ჩარიცხული გაგნიძე შესაძლოა, იჯარით გაუშვან
გაგნიძე: რუსეთში ბრწყინვალე ჩემპიონატია და სწრაფ პროგრესირებაში დამეხმარება
championat: გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გააფორმა