"თავდაჯერებულ თამაშსა და ადრეულ დებიუტს ვუსურვებთ" - "ურალმა" გაგნიძე წარადგინა [PHOTO]

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამომ" ახალწვეული ლუკა გაგნიძე "ურალში" ერთწლიანი იჯარით გაუშვა. ეკატერინბურგელთა ოფიციალური გვერდი წერს:

"ჩვენი კლუბი ქართველ ნახევარმცველ ლუკა გაგნიძით შეივსო. ის საქართველოს ერთ-ერთ უძველეს ქალაქ ქუთაისში დაიბადა. 13 წლის ასაკში  თბილისის "დინამოში" ჩაირიცხა და 4 წლის შემდეგ ძირითად გუნდში დებიუტი ჰქონდა.

Sportall.Ge

ქართველ ფეხბურთელს თავდაჯერებულ თამაშსა და რუსეთის პრემიერლიგაში ადრეულ დებიუტს ვუსურვებთ!"

გაგნიძეს თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში 1 გოლი და 3 საგოლე პასი ჰქონდა. 18 წლის ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინ მოსკოვის "დინამოსთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"ურალმა" რუსეთის პრემიერლიგის გასული სეზონი მე-12 ადგილზე დაასრულა, 2021-22-ის პირველ შეხვედრაში კი - 25 ივლისს, "კრასნოდარს" უმასპინძლებს.

alt

მოსკოვის "დინამოში" ახლახან ჩარიცხული გაგნიძე შესაძლოა, იჯარით გაუშვან

altგაგნიძე: რუსეთში ბრწყინვალე ჩემპიონატია და სწრაფ პროგრესირებაში დამეხმარება

altchampionat: გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გააფორმა



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული