კვარაცხელიაზე იაპონელი ფეხბურთელის ბედია დამოკიდებული

AutoSharing Option
როგორც tatar-inform-ი წერს, ყაზანის "რუბინში" იაპონელ ნახევარმცველ მიცუკი საიტოს ბედი ხვიჩა კვარაცხელიაზე იქნება დამოკიდებული. გუნდის განაცხადში ლეგიონერების ლიმიტი შევსებულია, ხოლო 22 წლის ფეხბურთელი იქ მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხვდება, თუკი ქართველი შემტევი კლუბს შეიცვლის.

საიტო მშობლიურ "შონანში" გამოდიოდა, სადაც 4 გოლის ავტორი გახდა. ნახევარმცველი ყაზანელთა წევრი 2021 წლის იანვრიდან გახდა, თუმცა თამაშის შესაძლებლობა მხოლოდ ამხანაგურ შეხვედრებში ეძლევა.

გამოცემა გადაწყვეტილად მიიჩნევს, რომ მეათე ლეგიონერი, 26 წლის შვედი მცველი კარლ სტარფერტი კარიერას გლაზგოს "სელტიკში" განაგრძობს.

ხვიჩა კვარაცხელიას გარდა კი, 26-კაციან განაცხადში კიდევ 7 უცხოელი
ფეხბურთელია -
ხორვატი მცველები სილვი ბეგიჩი და ფილიპ ურემოვიჩი,ნახევარმცველები - დანიელი ოლივიე აბდილგორი, მონტენეგროელი საედ ჰაკსაბანოვიჩი, სამხრეთკორეელი ბომ ჰვანჩი და შვეიცარიელი დარკო იევტიჩი. ასევე, სერბი ფორვარდი ჯორჯე დესპოტოვიჩი.

რუსეთის პრემიერლიგის 2021-22 წლების სეზონის პირველ მატჩს "რუბინი" 24 ივლისს, საკუთარ მოედანზე, მოსკოვის "სპარტაკთან" გამართავს. 

altფაბრიციო რომანო კვარაცხელიას შესახებ საუბრობს

alt"მიონხენგლადბახისა და კვარაცხელიას ერთად წარმოთქმა რთულია" - "გლადბახის ფანები ტრანსფერს ითხოვენ

altfussballtransfers: "გლადბახი" კვარაცხელიას ტრანსფერზე ინტენსიურ მოლაპარაკებას აწარმოებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული