"დემეტრაძესთან კონფლიქტი? სასაუზმო დარბაზში მომხდარი ბანალური გაუგებრობა იყო. მატჩისწინა საუზმეზე მაგიდას მივუსხედით. მაშინ გუნდში ორი ქართველი თამაშობდა: გიორგი დემეტრაძე და გოჩა ჯამარაული.
გიორგის მოსვლამდე მარტო გოჩა იყო - ოქრო კაცი, როგორც მოედანზე, ისე გასახდელში. მაგრამ როგორც აფრიკელების შემთხვევაში ხდება: ერთი კარგია, ორი კი - უკვე ჯგუფი.
ჰოდა, საუზმეზე დემეტრაძემ დაიწყო, კვერცხი ისეთი არაა, როგორიც უნდა იყოსო და სხვა პრეტენზიები. შიშენკომ გაიკვირვა და ჰკითხა, რა
არ მოგწონსო. დემეტრაძემაც უპასუხა.
მე საუბარში სერგეის სასარგებლოდ ჩავები. "მოკეტე" - მითხრა დემეტრაძემ და არ ვიცი, გიორგის რისი ჩვენება უნდოდა, მაგრამ უცებ დანას დაავლო ხელი. ალბათ, უნდა დაენახებინა, მაგარი ბიჭი იყო და ჩემი შეშინება სცადა. ვეუბნები: "დამშვიდდი, თუ საჭიროა ქუჩაში გავიდეთ და დავილაპარაკოთ".
გავედით, დავილაპარაკეთ. ჟორამ (გიორგიმ) ბოდიში მოიხადა. ინციდენტიც ამოიწურა. მას შემდეგ ნორმალური ურთიერთობა გვქონდა. უთანხმოებები ყველა კოლექტივში ხდება, ჩხუბიც. ერთმანეთის მიმართ სიძულვილი გულში არ ჩაგვიდია", - თქვა იაკსმანიცკიმ.
მომზადებულია football24.ua-ს მიხედვით