sport-express: ხვიჩას სატრანსფერო ეპოპეა და "რუბინის" საგანგაშო მდგომარეობა

AutoSharing Option
"სპორტ-ექსპრესმა" რუსეთის ჩემპიონატის დაწყების წინ წერილი გამოაქვეყნა "რუბინსა" და ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელსაც მცირედი შემოკლებით გთავაზობთ:

"გაზაფხულზე "რუბინი" შესანიშნავი იყო, დაამარცხა "სპარტაკი" და "ზენიტი", გაიტანა ლამაზი გოლები და 7-წლიანი პაუზის შემდეგ ევროტურნირებზე გაიჭრა. ასეთ ფორმაში, თამაშის ასეთ "მუღამზე" გუნდი კარგა ხანია არ ყოფილა. ახალ სეზონში გუნდისგან ბანკეტის გაგრძელებას ელიან, მაგრამ ჯერ შეშფოთება მოსალოდნელზე უფრო მეტია.

"პარიმატჩ პრემიერის" თასზე გუნდმა სამ მატჩში თამაშიდან მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, შვიდი კი გაუშვა. გაურკვეველია, რა იქნება ხვიჩა კვარაცხელიასთან
დაკავშირებით, როგორ შეცვლის კლუბი ძირითად მცველ სტარფელტს და როგორ მოახერხებენ ადაპტაციას ახალწვეულები. მოსკოვში მტკივნეული მარცხის შემდეგ ყაზანელები უკვე შაბათს "სპარტაკს" უმასპინძლებენ. გასაგებია, ბევრ რამეს ოფიციალური მატჩები გვიჩვენებს, მაგრამ სეზონის სტარტის წინ მდგომარეობა საგანგაშოა.

ხვიჩას მომავალთან დაკავშირებული ეპოპეა უკვე თითქმის ერთი წელია გრძელდება: კლუბების შესახებ, რომელთაც თითქოს ის სურთ, მედიასაშუალებში ყოველ კვირაში ვრცელდება ინფორმაცია, მაგრამ კლუბის ოფისში წინადადება არ მიუღიათ. ქართველის მიმართ დაინტერესებას რამდენიმე ევროპული კლუბი გამოხატავს, თუმცა ყოველივე ეს კონკრეტიკის გარეშეა.

"რუბინში" იმ აზრსაც უშვებენ, რომ ხვიჩა შეიძლება ახალ სეზონში დარჩეს და ეს მიუხედავად "ბაიერნზე", "ბორუსიასა" და "ლიდსზე" ამდენი საუბრისა. თითქმის ყველა სიახლეს კლუბი მედიისგან და არა ოფიციალური მოთხოვნისგან იგებს.

კვარაცხელიას მომავალთან დაკავშირებულმა გაურკვევლობამ შეკრებისას "რუბინი" ლამის წყობილებიდან გამოიყვანა, თუმცა კლუბში ამბობენ, რომ მისი სტატუსი, რომლის გაყიდვაც ზაფხულში უნდათ, არანაირად არც ფეხბურთელს უშლის ხელს და არც გუნდს. დიახ, უკვე იყიდეს ხვიჩას შემცვლელი სეიად ჰაკშაბანოვიჩი, მან კი მშობლიურ მარცხენა პოზიციაზე წესიერად ვერც ითამაშა, ვინაიდან კვლავ ხვიჩას უკავია.

გარემარბების - ხვიჩას, ჰაკშაბანოვიჩისა და მაკაროვის მოედანზე განლაგება სლუცკის თავსატკივარია. როგორც ჩანს, ხვიჩას საკითხი სატრანსფერო ფანჯრის სექტემბრამდე დახურვამდე არ გადაწყდება. იქამდე კლუბი გაურკვევლობაში იცხოვრებს, თუ როგორი იქნება მისი ძირითადი შემადგენლობა, ხვიჩას ტრანსფერი ხომ პირდაპირ ახდენს გავლენას ლეგიონერთა განაცხადში შეყვანაზე. ახლა გუნდში 9 ლეგიონერია და თუ კვარაცხელია წავა, ყაზანელებს აღარ მოუწევთ იმაზე ფიქრი, ვინ იქნება ზედმეტი უცხოელი.

და საქმე თვით კალენდარში როდია, არამედ იმ მდგომარეობაში, რომლითაც "რუბინი" მძიმე თვეს ხვდება: გაურკვეველი სიტუაცია ხვიჩასთან და მის შემცვლელ ჰაკშაბანოვიჩის როლთან დაკავშირებით, სტარფელტის წასვლის გამო გამოწვეული პრობლემა დაცვის ცენტრში, დენის მაკაროვის მდგომარეობა, რომელიც ნაკრების შემდეგ მძიმედ შედის ფორმაში და ჯორჯე დესპოტოვიჩში, ვინაც წინასასეზონო პერიოდში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. ყველაფერი ეს "რუბინისთვის" საგანგაშოა.
კალენდარი სტარტზე:

24.07. "სპარტაკი"
30.07. "არსენალი"
05.08. კონფერენს ლიგის პირველი მატჩი
08.08. "ახმატი"
12.08. კონფერენს ლიგის საპასუხო მატჩი
15.08. "კრილია სოვეტოვი"
22.08. "ხიმკი"
29. 08. "კრასნოდარი"

"რუბინი" ახალ სეზონს "სპარტაკთან" საშინაო შეხვედრით იწყებს - ეს რევანშის შესაძლებლობაა და მის შედეგზე ბევრად იქნება დამოკიდებული სეზონის სტარტზე გუნდის მდგომარეობა.

5 აგვისტოს სლუცკის გუნდი კონფერენს ლიგის პირველ მატჩს ჩაატარებს - მეტოქე 29 ივლისს გაირკვევა. თუ ყაზანელები პლეი-ოფში გავლენ, ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად კიდევ ორი შეხვედრა ელით - 19 და 26 აგვისტოს".

მკითხველის კომენტარები / 5 /
როგორ ფორმასაც რუბინი და სპარტაკი სეზონისწინა მატჩებში გვიჩვენებენ,ძნელი წაროსადგენია,რუბინმა სპარტაკს ქულები აართვას.ამას,ვერც ხვიჩას ყოფნა არ ყოფნა შეცვლის,რადგან არც ის იყო,სხვებზე ბევრად უკეთესი.გუნდი არ იყო მთლიანობაში და ხვიჩაც საკმაოდ უნიათოდ ირჯებოდა.
სოსო
14:12 22-07-2021
2
ასე მგონია ჩვენ უფრო ვნერვიულობთ ამ მითიურ ტრანსფერზე, ხოლო თითონ, მამამისი თავისი მეგობარი ჯუღელით მშვენივრად და მეტად კომფორტულად გრძნობენ თავს.
სულხან
12:23 22-07-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული