გიორგი ჩაკვეტაძე "ვოლერენგასთან" ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
22 ივლისს, კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, გიორგი ჩაკვეტაძის "გენტი" "ვოლერენგას" უმასპინძლებს, თუმცა ქართველი ლეგიონერი ბელგიური გუნდის განაცხადშია არ არის.

ჩაკვეტაძეს ბოლო ამხანაგურ შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღია და ის და ლორან დეპუატრი სათამაშო მზადყოფნაში არ იმყოფებიან. გუშინ დაბრუნდნენ შვებულებიდან უკრაინის ნაკრების ფეხბურთელები რომან ბეზუსი და რომან იარემჩუკი და გუნდს ვერც ისინი დაეხმარებიან.

25 ივლისს, ბელგიის ჩემპიონატის პირველ ტურში, "გენტი" "სენტ-ტრუიდენს" გასვლაზე შეხვდება, ხოლო 29 ივლისს "ვოლერენგასთან" სტუმრად ელის დაპირისპირება და იმედი ვიქონიოთ, რომ გიორგი იქამდე მწყობრში ჩადგება და
თამაშს შეძლებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
იმედია ჩაკვე მეტ გულისხმიერებას გამოიჩენს და ყენია, მჭედლიძეს და ჯანოსავით არ ამოგვხდის სულს ლოდინში და იტყვის დასრულდა და ბუცებს დროზე დაკიდებს ლურსმანზე.
7
ეს უკვე დასასრულია------იმ შემთხვევაში, წელასაც თუ ვერ ითამაშა! ნუ განმეორდება ის რაც დაემართა მჭედლიძეს,ყენიას,ანანიძე,აჩი არველაძეს. სამწუხაროა ძალიან. სქტემბერში თუ ნაკრებს ვერ დაეხმარება მაგის იმედი უკვე აღარ უნდა გქონდეს!
კახი
13:53 22-07-2021
7
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული