"სლოვანის" ფანები კანკავას დიდებულმა თამაშმა აღაფრთოვანა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა ბრატისლავის "სლოვანმა"  შვეიცარიულ "იანგ ბოისთან" საკუთარ მოედანზე უგოლო ფრე ითამაშა. ქართველმა ლეგიონერებმა, გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ, მოედანზე 90 წუთი გაატარეს.

სლოვაკური კლუბის ოფიციალურ გვერდზე მატჩის შემდეგ არაერთი კომენტარი დაიწერა. რამდენიმე მათგანი ქართველი გულშემატკივრებისათვის საინტერესო უნდა იყოს:

"სლოვანი" შესაძლებლობების ზღვარზე თამაშობდა და მეტოქეზე უკეთესიც იყო. ბოლო წლებში საუკეთესო შეხვედრა ჩავატარეთ!"

"ძლიერი თავდამსხმელი გვაკლია, რომელიც თავის მთავარ დანიშნულებას შეასრულებს."

"ჯაბა კანკავამ წარმოუდგენლად კარგად ითამაშა, მის გარეშე იქნებ წაგვეგო კიდეც. დაცვა შესანიშნავად
გამოიყურებოდა!"

"მეორე ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ. ვლადიმირ ვაისი ეპიზოდურად ეგოისტურად თამაშობდა, მაგრამ ის კარგად ფლობდა ბურთს და გადაცემებსაც აკეთებდა."

"თუკი პირველ ტაიმში იძულებით შეცვლას არ ჩავთვლით, მთავარმა მწვრთნელმა ვაისმა პირველი ფეხბურთელი 75-ე წუთზე შემოიყვანა. არადა, ზოგიერთი მოთამაშე უკვე ვეღარც დარბოდა. გუნდში ისეთებიც არიან, რომლებიც მეტ შანსს იმსახურებენ."


altქართველების "სლოვანი" შვეიცარიის ჩემპიონთან ფრეს დასჯერდა



მკითხველის კომენტარები / 8 /
კვასხვაძეს თუ ჩააყენებდნენ კარში,კანკავა და კაშია კი არა,რამოსი და რონალდოც ვერ უშველიდა დინამოს.
Status quo
16:10 22-07-2021
3
კაცი 2020ში სლოვაკეთის საუკეთესო მწვრთნელი გახდა-მაკედონიასთან ჩასვრის მერე..ეტყობა სხვები მოქალაქე ბონდო დოლა ერიძეები ჰყავთ...კარგია საკვალიფიკაციო-წააგე წადი სახლში
Levani
14:29 22-07-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული