"კვირკველიას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გარდა, სხვა ტიპის პრობლემებიც აქვს" - რუსული გამოხმაურებები

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მცველ საბა კვირკველიას არაბთა გაერთიანებულ საემიროებში შესაძლო ტრანსფერს რუსულმა მედიამ საკმაოდ დიდი ყურადღება დაუთმო.

fclmnews-ის სტატიის ქვეშ რუსმა გულშემატკივრებმა არაერთი კომენტარი დაწერეს. მათი დიდი ნაწილი გულდაწყვეტილია, თუმცა რამდენიმე ირონიულ ნათქვამსაც ამოიკითხავთ:

"ვერ ვიჯერებ მის სტაგნაციას. ფეხბურთელი ერთ დღესაც წყვეტს კარგ თამაშს, როცა მასზე ტოპ-5 ჩემპიონატის კლუბები აცხადებდნენ პრეტენზიას და აქამდე ეშვება. სამწუხაროა, რომ საბას საკუთარი თავის მიმართ სხვა მოთხოვნები არ აქვს."

"ეს ყველაფერი ძალიან უცნაურია. გასაგებია, რომ მას დიდი ხანი გაუცდა, მაგრამ ყველა საფეხბურთო უნარი როგორ უნდა დაკარგო?!"

"კვირკველიას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გარდა, სხვა ტიპის პრობლემებიც აქვს. მას ბრძოლის სურვილიც აღარ გააჩნია."

"არაბთა გაერთიანებული საემიროები პატარა სახელმწიფოა ევროპის ცენტრში, საფრანგეთსა და გერმანიას შორის?!"

"სამწუხაროა, მაგრამ მხოლოდ მისი ბრალია, ჩემპიონობის შემდეგ კარიერა ასე არ უნდა გაიფუჭო!"

"რა რთულია, ერთ წელს რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო მცველი ხარ, ინგლისის პრემიერლიგაში გეპატიჟებიან და აქამდე ეშვები."

"კვირკველია ერთი მწვრთნელის ფეხბურთელი გამოდგა."

altკვირკველია კარიერას არაბეთში გააგრძელებს


მკითხველის კომენტარები / 5 /
ლიეტუვასთან მოგებულ(4:0)ამხანაგურ მატჩშივე მივხვდი იმაზე,რომ საბას ფსიქოლოგიური და მენტალური პრობლემები ჰქონდა,ზედმეტად მედიდურად იქცეოდა მოედანზე,თანაც სრულიად უმიზეზოდ!ასე,რომ ეს იყო ტიპიური თავში ავარდნა,რაც არაერთ ფეხბურთელს მოსვლია,მათ შორის მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებსაც კი(ადრიანო,რობინიო,პატო და ა.შ.)
!!!
22 ივლისი 2021 20:40
0
მაგის აღზევებაც და ფიასკო, სიომინის დამსახურებაა, ეგ არის ის "ერთი მწვრთნელი", მერე მაგრად დაუდგა კიკნაძე, "როტორში" არენდით გაშვებულს, "ლოკოს" ხელფასი დაუტოვა, რაც ოფიციალურად 1.6 მილ.€ წელიწადში, ეს "ლოკოს" ხელფადებია, ჩორლუკა, გილერმე, ედერი, სმოლოვი 3,5-4 მილ. იღებენ. ამითაა თაფლწასმული რუსეთის პრ.ლიგა.
ავთო
22 ივლისი 2021 16:16
0
ეს მაგარი აიტაცეთ-რა იცით რო მართლა უნდოდა ლესტერს..კი ინტერესის სფეროში მოხვდა,მაგრამ ეს არ ნიშნავს რო ლესტერი თვითონ კვერკველიამ იუარა.მასე ხვიჩაზე აგენტებმაც,მამამისმაც,სლუცკიმ და ყველამ იყვირეს მიდისო და ყაზანშია ჯერაც.
სხვა პრობლემებს რაც შეეხება,საათი აქვს დალომბარდებული და მიკროსაფინანსომ გააშავა ალბათ
Levani
22 ივლისი 2021 14:19
9
კვირკველია თეხბურთის თამაშს რომ დაამთავრებს, მერე მიხვდება რა სისულელე ჩაიდინა ახალგაზრდობაში, როდესაც კარიერას და სახელს ფული არჩია. ცოტა ნაკლები ექნებოდა მაგრამ სამაგიეროდ ექნებოდა ის, რისთვისაც ათასობით ახალგაზრდა სპორტსმენი დღედაღამ ვარჯიშობს, თავს იკლავს და ხშირ შემთხვევაში მაინც ვერ აღწევს - სახელი. და ამას ვერანაირი ფულით ვერ იყიდი. კვირკველიას ამისთვის ყველაფერი ქონდა ნორმალური მენტალიტეტის გარდა. ისევე როგორც ასათიანს, ქინქლაძეს, ჯანაშიას. შეიძლება არ დამეტანხმოთ, მაგრამ ან ასათიანის ან ქინქლაძის ან ჯანაშიას შესახებ დადებით კონტექსტში წერა ძალიან მავნებელია ახალგაზრდა ფეხბურთელებისათვის, რომლებსაც შეიძლება ეგონოთ, რომ შესაძლებელია მათსავით გაანიავო უფლის მოცემული ტალანტი და მაინც პატივცემული და დაფასებული სპორტსმენი იყო. არ იმსახურებს პატივისცემას ნიჭის განიავება, სიზარმაცე, ფულზე დაციკვლა და არასწორი მენტალიტეტი. ისე რაო, იმ ჰოლანდიელმა ქართულ მენტალიტეტზე?
არტ
22 ივლისი 2021 14:00
1
ქართველი ფეხბურთელების პრობლემების მართვა მოზრდილთა ასაკში ... სადისერტაციო თემაა. ქართული ფეხბბურთის აურაცხელმა ექსპერტებმა აიტაცეთ :)
კახაკ
22 ივლისი 2021 13:17
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული