კვარაცხელიასა და "რუბინის" რევანშის შანსი - "სპარტაკთან" მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

AutoSharing Option
24 ივლისს, რუსეთის ჩემპიონატის პირველ ტურში, "რუბინი" "სპარტაკს" უმასპინძლებს. ყაზანში "სახალხო გუნდის" სტუმრობა მუდამ დიდ აჟიოტაჟს იწვევდა, ახლა კი "პარიმატჩ პრემიერის" თასზე 0:4 განადგურების შემდეგ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა.

45 105-იან "კაზან არენაზე" სტადიონის ტევადობის მხოლოდ 30%-ს დართეს თამაშზე დასწრების უფლება და ორი დღით ადრე ყველა ბილეთი გაყიდულია.

"რუბინის" ნახევარმცველმა დენის მაკაროვმა თქვა, რომ საკონტროლო შეხვედრაში დამარცხება არაფერს ნიშნავს და ისე ემზადებიან, თითქოს არც არაფერი მომხდარა.

"სპარტაკს" "ბენფიკას" ყოფილი მწვრთნელი რუი ვიტორია ჩაუდგა სათავეში, სეზონის დაწყების წინ ყველა სპარინგი დამაჯერებლად
მოიგო და ხვიჩა კვარაცხელიას გუნდთან სერიოზული გამოცდა ელის.

მკითხველის კომენტარები / 1 /
"Everton have signed Bayer Leverkusen winger Demarai Gray"
ლევერკუზენმა მოიშორა მარცხენა ფლანგის ფეხბურთელი.
ხვიჩას ყიდულონს?


ქ. გ.
09:28 23-07-2021
0

სიახლეები პოპულარული