ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" და ჩაკვეტაძის "გენტი" თითქმის შემდეგ ეტაპზე - ქართველები კონფერენს ლიგაზე

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩებში ქართველმა ლეგიონერებმა მიიღეს მონაწილეობა.

"კოპენჰაგენმა" "პარკენზე" დამაჯერებლად სძლია (4:1) ბელარუსის "ტორპედო-ბელაზს". მასპინძელთა გუნდში შეუცვლელად ითამაშა დავით ხოჭოლავამ.

"აპოლონი" კვიპროსში" 1:3 დამარცხდა იმ "ჟილინასთან", რომელმაც პირველ ეტაპზე "დილა" დაამარცხა. ლიმასოლელთა რიგებში 46-ე წუთიდან ჩაერთი თამაშში რევაზ ინჯგია, ხოლო გიორგი პაპუნაშვილი - 84-ე წუთიდან.

"გენტმა" გიორგი ჩაკვეტაძის, ლორან დეპუატრის, რომან ბეზუსისა და რომან იარემჩუკის გარეშე "ჩელამგო-არენაზე" "ვოლერენგა" 4:0 გაანადგურა და პრაქტიკულად შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა.

უნგრეთის თასის მფლობელმა "უიპეშტმა" ბუდაპეშტში 2:1 მოუგო ლიხტენშტაინის "ვადუცს". მადიარულ
კლუბში შეუცვლელად იასპარეზა გიორგი ბერიძემ და ყვითელი ბარათი მიიღო.

"ტობოლი" სპლიტში 0:2 დამარცხდა ადგილობრივ "ჰაიდუკთან". კუსტანაელთა თავდამსხმელი ელგუჯა ლობჯანიძე სათადარიგო იყო.

ზაქარია ბეგლარიშვილის "ლევადიამ" ირლანდიაში საბრძოლო ფრეს მიაღწია "დანდოლკთან" - 2:2. ჩვენებურმა 67-ე წუთამდე ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

მონტენეგროული "სუტიესკა", რომელმაც წინა ეტაპზე "გაგრას" სძლია, საკუთარ მოედანზე უგოლო ფრეს დასჯერდა 55-ე წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში მყოფ თელ-ავივის "მაკაბისთან".

მკითხველის კომენტარები / 1 /
და ჩაკვეტაძემ რატო არ ითამაშა ისიც რომ დაწეროთ თუ ჟურნალისტები გქვიათ ხო შეიძლება?!
კორონა
15:05 23-07-2021
0

სიახლეები პოპულარული