ნიკა კაჭარავამ საკლუბო მომავალი გადაწყვიტა

AutoSharing Option
როგორც კვიპროსული sport-fm წერს, საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ნიკა კაჭარავამ საკლუბო მომავალი გადაწყვიტა და ის ისევ "ანორთოსისში" ითამაშებს.

გამოცემის თანახმად, 27 წლის ფორვარდი მონაწილეობას მომავალ კვირას დაგეგმილ ამხანაგურ მატჩში მიიღებს, როცა თემურ ქეცბაიას გუნდი "დოქსას" დაუპირისპირდება.

ქართველ ფეხბურეთელს გასული სეზონში ტრავმამ ბევრი დააკარგვინა და პოლონურ "ლეხში" მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა, სადაც 1 გოლი გაიტანა. კაჭარავა "ანორთოსისში" 2018 წელს ჩაირიცხა და ამ კლუბის მაისურით 10 გოლის ავტორია. საქართველოს ნაკრებში ფორვარდის ანგარიშზე სამი შედეგიანი დარტყმაა.

შეგახსენებთ, კვიპროსის თასის მოქმედი გამარჯვებულის რიგებში მეკარე გიორგი
ლორია გამოდის. კვიპროსის ჩემპიონატის 2021-22 წლების სეზონის პირველ ტურში, 21 აგვისტოს, ქეცბაიას გუნდი "პაეკს" ესტუმრება.

altქვილითაია მიდის, კაჭარავა მოდის?! - რა გადაწყდება 15 მაისს?!

altგულშემატკივართა სურვილი ახდა - "ანორთოსისის" სავარაუდო მეტოქე ცნობილია

alt"ანორთოსისი" დაუშვილზე ნაწყენია - რას გადაწყვეტენ კლუბი და ფეხბურთელი?!

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული