"გენტის" მწვრთნელმა ჩაკვეტაძის უთამაშებლობის მიზეზი განმარტა

AutoSharing Option
"გენტის" მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა კონფერენს ლიგაზე "ვოლერენგას" 4:0 დამარცხების შემდეგ nieuwsblad-თან გუნდისა და გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

"იარემჩუკი ჯანმრთელი დაბრუნდა, თუმცა რა თქმა უნდა, სასურველ კონდიციებში არ იმყოფება.  ინდივიდუალურად ემზადება. ამდენად ჯერ ვერ ვათამაშებთ. ეს გარკვეულ ხანს გასტანს.

თუ კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავედით, გაძლიერება დაგვჭირდება და გუნდში ბევრ ახალ სახეს იხილავთ. ეს ახალწვეულების - ბაიოსა და ოკუმუს სათამაშო შანსებს ზრდის, რომელთაც ჩვენთან მოსვლისას მცირე ფიზიკური პრობლემები ჰქონდათ, ახლა კი 90 წუთი სათამაშოდ მზად არიან.

ჩაკვეტაძემ "სენტ-ტრუიდენის" ხელოვნურსაფარიან მოედანზე
მიიღო ტრავმა და სწორედ ამიტომ არ სურს მომავალ უქმეებზე ამავე არენაზე თამაში. არც ხუთშაბათს "ვოლერენგასთან" განმეორებით მატჩში არ მიიღებს მონაწილეობას, ვინაიდან ნორვეგიულ გუნდსაც ხელოვნურსაფარიანი მოედანი აქვს. ჩვენ მას შემდეგ ისევ დავაკვირდებით".

"გენტი" 25 ივლისს ბელგიის ჩემპიონატის პირველ ტურში გასვლაზე "სენტ-ტრუიდენს" დაუპირისპირდება, 29 ივლისს კონფერენს ლიგაზე სტუმრად "ვოლერენგას", ხოლო 1-ელ აგვისტოს ჩემპიონატის მეორე ტურში "ბეერსხოტს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
მართლა შიში აქვს, აშკარად. გუცაევმა უთხრა ერთხელ გიოს, ტელევიზიიდან, რომ სანამ ფსიქოლოგიურად არ დაამარცხებ ტრავმას, სულ ტრავმირებული იქნებიო. დაახლოებით, ასე მიმართა. ფსიქოლოგი ყავთ გენტში, ალბათ, მაგრამ, ვერ ქაჩავს ჩაკვეს პონტში. შეიძლება, დიდი შეძახილი ჭირდება ახალგაზდა ფეხბურთელს, რომელიც ეხლა დგას გზაგასაყართან. ან დიდ ფეხბურთს ითამაშებს, ან ჩაქრება მისი ვარსკვლავი. წლობით არავინ დაელოდება მის სავარაუდო დიდ პოტენციალს.
Chakvesti
00:04 24-07-2021
1
წადი შვილო სხვა გუნდში, პატრონო არ გყაავს, თორემ დაამთავრებ ანანიძესავით!
ჯობა
22:39 23-07-2021
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული