როგორც დაანონსებული იყო "საბურთალოს" 21 წლის მცველი გიორგი ჯინჯოლავა კარიერას ესპანეთში გააგრძელებს.
"საბურთალო" თავისი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება, რომ ჯინჯოლავამ ლა ლიგის "კადისთან" ერთსეზონიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა, რის შემდეგაც ანდალუსიურ კლუბს მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება ექნება. გიორგი თავიდან დუბლებში იასპარეზებს, სადაც თავის წარმოჩენისა და პირველ გუნდში დაწინაურების შანსი მიეცემა.
პრიმერაში აგრეთვე "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილი გიორგი ქოჩორაშვილი თამაშობს, რომელიც "ლევანტეს" ღირსებას იცავს.
შეგახსენებთ, ახლახან "ვალენსიაში" გიორგი მამარდაშვილის წარმატებული დებიუტი შედგა, ხოლო გიორგი გაგუამ "ალავესში" პირველი გოლი გაიტანა.