კიდევ ერთი ქართველი ლა ლიგაში - ჯინჯოლავამ "კადისთან" კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
როგორც დაანონსებული იყო "საბურთალოს" 21 წლის მცველი გიორგი ჯინჯოლავა კარიერას ესპანეთში გააგრძელებს.

"საბურთალო" თავისი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება, რომ ჯინჯოლავამ ლა ლიგის "კადისთან" ერთსეზონიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა, რის შემდეგაც ანდალუსიურ კლუბს მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება ექნება. გიორგი თავიდან დუბლებში იასპარეზებს, სადაც თავის წარმოჩენისა და პირველ გუნდში დაწინაურების შანსი მიეცემა.

პრიმერაში აგრეთვე "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილი გიორგი ქოჩორაშვილი თამაშობს, რომელიც "ლევანტეს" ღირსებას იცავს.

შეგახსენებთ, ახლახან "ვალენსიაში" გიორგი მამარდაშვილის წარმატებული დებიუტი შედგა, ხოლო გიორგი გაგუამ "ალავესში" პირველი გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
აი თურმე შესაძლებელია რუსეთის გარეშეც აზალგაზრდა ფეხბურთელი პირდაპირ ევროპაში წავიდეს, ვინ აგვარებს ამს საქმეებს? ესპანელი ჯუღელი გამოაჩინეთ
Emre
19:39 25-07-2021
0
კვარაცხელია ასტანაში სინჯებზე მიდის
გენა
17:37 24-07-2021
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული