დავითაშვილი "არსენალში" გამორჩეული იყო და "რუბინისთვის" ემზადება

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში ტულის "არსენალი", სადაც ახლახან ზურიკო დავითაშვილი გადავიდა, მოსკოვში, "ლოკომოტივთან" (1:3) დამარცხდა . საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა 76 წუთი ითამაშა და კარგი შეფასებაც დაიმსახურა.

Radafuteboll-ის მიხედვით, ზურიკოს საკუთარი გუნდის რიგებში გოლის ავტორი ტკაჩევის შემდეგ, ყველაზე მაღალი შეფასება - 7.0 აქვს. დავითაშვილი აქტიური იყო და თამაშის გამწვავებას ცდილობდა.

შეგახსენებთ, სტუმრები იგებდნენ, მაგრამ 80-დან 88-ე წუთამდე "ლოკომოტივმა" სამი გოლის გატანა შეძლო.

აქვე გეტყვით, რომ დუბლისა და საგოლე პასი ავტორმა რიფატ ჟელმატედინოვმა ყველაზე მაღალი შეფასება - 9.0 დაიმსახურა.

ტულის "არსენალი" მეორე
ტურში, 30 ივლისს, დავითაშვილის ყოფილ კლუბ,  ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის "რუბინს" უმასპინძლებს.

alt"რუბინის" გენდირექტორმა სლუცკის სტრესულ მდგომარეობაზე, ხვიჩასა და ზურიკოზე ისაუბრა


მკითხველის კომენტარები / 4 /
რა ძალა აქვს პოზიტიურ pr-ს! ესეც კი კარგ ფეხბურთელად აქცია, ცოტა სფფ-ც წაეხმარა ნაკრების სახით და აჰა მზა პროდუქტი, "უნიჭიერესი, საქ უახლესი ისტორიის ამომავალი ვარსკვლავი" მზადაა.
vaxo.
17:35 26-07-2021
1
ის ვინც რუსეთში თამაშობს ყველანი ყველადროის საუკეთესონი არიან! ტაციაობაა მათზე! სკამზე ზიან, განაცხადში არიან თუ დასეირნობენ მინდორზე, დედა ენაცვალათ, "Briliant, Platinium და Golden ბიჭები გვგონია რომ არიან
vaxo
17:04 25-07-2021
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული