
18 წლის ლეგიონერი ბელგიურ გუნდში 2020 წლიდან ირიცხება, თუმცა, თამაშის შესაძლებლობა მხოლოდ 2021-22 წლების სეზონის მოსამზადებელი ეტაპის დროს მიეცა. ფრანგულ "ვალენსიენთან" წაგებულ (0:1) შეხვედრაში ბენდიაშვილმა ერთი ტაიმი ითამაშა, ნიდერლანდულ "ჰერენვენთან" (2:2) კი მხოლოდ 12 წუთი.

ცოტნეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში საკვალიფიკაციო ეტაპის ორი შეხვედრა აქვს გამართული, გიორგი მიქაძის 18-წლამდელებში კი ამხანაგურ შეხვედრაში იყო გამოძახებული.
"კოტრიკი" მომდევნო ტურში, 1 აგვისტოს, "ანტვერპენს" ესტუმრება.
შეგახსენებთ, ბელგიის ჩემპიონატში გიორგი ჩაკვეტაძე გამოდის, რომელიც "გენტის" ღირსებას იცავს, თუმცა ამ ეტაპზე, მცირე ტრავმა აწუხებს.