ბელგიის უმაღლეს ლიგაში კიდევ ერთი ქართველი გამოჩნდა

AutoSharing Option
ბელგიის ჟიუპერლიგის პირველ ტურში "კოტრიკის" განაცხადში ქართველი ნახევარმცველი ცოტნე ბენდიანიშვილი გამოჩნდა. მისმა გუნდმა გიორგი მიქაუტაძის ყოფილი კლუბი "სერენი" 2:0 დაამარცხა.

18 წლის ლეგიონერი ბელგიურ გუნდში 2020 წლიდან ირიცხება, თუმცა, თამაშის შესაძლებლობა მხოლოდ 2021-22 წლების სეზონის მოსამზადებელი ეტაპის დროს მიეცა. ფრანგულ "ვალენსიენთან" წაგებულ (0:1) შეხვედრაში ბენდიაშვილმა ერთი ტაიმი ითამაშა, ნიდერლანდულ "ჰერენვენთან" (2:2) კი მხოლოდ 12 წუთი. 

Sportall.Ge

ცოტნეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში საკვალიფიკაციო ეტაპის ორი შეხვედრა აქვს გამართული, გიორგი მიქაძის 18-წლამდელებში კი ამხანაგურ შეხვედრაში იყო გამოძახებული.

"კოტრიკი" მომდევნო ტურში, 1 აგვისტოს, "ანტვერპენს" ესტუმრება.
ცოტნეს ეტაპობრივი პროგრესი სახეზეა და შორს არც მისი დებიუტი უნდა იყოს.

შეგახსენებთ, ბელგიის ჩემპიონატში გიორგი ჩაკვეტაძე გამოდის, რომელიც "გენტის" ღირსებას იცავს, თუმცა ამ ეტაპზე, მცირე ტრავმა აწუხებს.

altგიორგი ჩაკვეტაძე "ვოლერენგასთან" ვერ ითამაშებს

altმიქაუტაძე და ჩაკვეტაძე ერთმანეთის წინააღმდეგ



მკითხველის კომენტარები / 2 /
ბენდიანიშვილია ეგ ბავშვი, ცოტნე ვარლამის ძე, ძმაც ფეხბურთელია.
ზურა
19:17 25-07-2021
1
კვარი სწერია და ამასაც გააფუჭებენ ბელგიაში
იაგო
18:38 25-07-2021
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული