"იმედია შვილი ჩემით იამაყებს" - ხოჭოლავას ინტერვიუ "კოპენგაჰენის" ვებ-გვერდთან

AutoSharing Option
დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" დღეს, 25 ივლისს, დანიის ჩემპიონატის მეორე ტურში "სილკენბორგს" უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრების მცველმა კლუბის ოფიციალურ გვერდთან ისაუბრა:

"ჩვენი სტადიონის ატმოსფერო ძალიან მომწონს და წარმომიდგენია რა მოხდება, როცა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება. გულშემატკივრები ახალი ენერგიის მოპოვებაში გვეხმარებიან, როცა თავს დაღლილად ვგრძნობთ...

პირველ ტურში გამარჯვება შეგვეძლო, მაგრამ ახლა მომავალ შეხვედრებზე უნდა ვიფიქროთ.

არ მიყვარს, როცა საკუთარ კარში გოლებს ვიღებ. "ოლბორგის" წინააღმდეგ გაფრთხილება სწორედ ამის გამო მივიღე - დავინახე, რომ ჩემს უკან დიდი სივრცე იყო, რომლის დაფარვაც თანაგუნდელებისგან არავის შეეძლო...

ინგლისურის ცოდნა ძალიან მეხმარება, მწვრთნელებსა და ფეხბურთელებთან მარტივი კომუნიკაცია მქონდეს. თავს უკვე გუნდის ნაწილად სრულად ვგრძნობ.

მალე კოპენგაჰგენში საცხოვრებლად ჩემი მეუღლე და რამდენიმე თვის შვილი უნდა გადმოვიდნენ. ქალაქი ფანტასტიურია და ჩემმა შვილმაც უნდა იცოდეს, მამა სად ცხოვრობს. იმედია, ის ჩემით იამაყებს."

altხოჭოლავას "კოპენჰაგენი" და ჩაკვეტაძის "გენტი" თითქმის შემდეგ ეტაპზე - ქართველები კონფერენს ლიგაზე

altხოჭოლავა დანიის ჩემპიონატის პირველ ტურში გაძევებას გადაურჩა [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 1 /
ყიველმხრივ საუკეთესო კაცი! წარმატებები კლუბსა და ნაკრებში!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული