ქართველმა ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა - ამჯერად კი "ულსან ჰიუნდაის" შემტევმა თავი კორეის ჩემპიონატში გამოიჩინა.
"კეი ლიგის" მე-20 ტურის შეხვედრაში "ულსანი" საკუთარ მოედანზე "სუვონს" შეხვდა და რაც უნდა გასაკვირი იყო, სატურნირო ცხრილის მეორე ნახევარში მყოფ გუნდთან 2:5 დამარცხდა.
შეხვედრაში ანგარიში კი სწორედ ქართველმა გახსნა - ვაკომ ბურთი საჯარიმოში მიიღო, მეკარე მოატყუა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.
ყაზაიშვილს "კეი ლიგაში" 3 გოლი აქვს გატანილი და ამდენივე საგოლე გადაცემაც გააკეთა.