აბურჯანია: კოჭის მოტეხვას გადავურჩი

AutoSharing Option
პორტუგალიური "ჟილ ვისენტეს" ახალწვეულმა გიორგი აბურჯანიამ კოჭ-წვივის მყესები გაიწყვიტა და გარკვეული პერიოდის გამოტოვება მოუწევს.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი SPORTALL.GE-ს ექსკლუზიურად ესაუბრა: "დაახლოებით სამიდან ხუთ კვირამდე გამიცდება (10 დღე უკვე გასულია). სამწუხაროდ, პორტუგალიის თასის გათამაშების ერთი ეტაპი გამოვტოვე და გუნდს ვერც მეორეში დავეხმარები.

სამედიცინო შტაბი ყველაფერს აკეთებს, რათა ჩემპიონატის პირველ ტურს (8 აგვისტო) სრულ მზადყოფნაში შევხვდე. მთავარია, უფრო სერიოზულ ტრავმას (მაგალითად, კოჭის მოტეხილობას) გადავურჩი".

მკითხველის კომენტარები / 3 /
აი ხომ შეიძლება თურმე როცა ფეხბურთელი ტრამვირებულია დაურეკოთ და პირადათ მისგან მიიღოთ ინფორმაცია. რატომ არ აკეთებთ იგივეს ჩაკვეტაძესთან მიმართებაში?
0
მალე გამოჯანმრთელება..და სექტემბერში-შენ,ოქრიმ,ორივე ვაკომ,ქვილითაიამ,კაჭარავამ დაუშვილმა რამე ტრავმა მოიმიზეზეთ და ნუ ჩამოხვალთ კაცურად გთხოვთ-აცადეთ პატარა ბიჭებს თამაშების მოგება
Levani
21:04 25-07-2021
17

სიახლეები პოპულარული