sempremilan: "მილანი" კვარაცხელიას კი არა, "დორტმუნდის" ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობს

AutoSharing Option
"რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე უამრავი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება და სიმართლის დადგენა შეუძლებელია.

sempremilan-ი აღნიშნავს, რომ უკანასკნელ საათებში ბევრი დაიწერა კვარაცხელიას "მილანში" გადასვლაზე, მაგრამ მას მხოლოდ აკვირდებიან, არავითარი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს და როგორც ჩანს, იტალიური კლუბი სულ სხვა ფრონტზე მუშაობს.

გამოცემის მტკიცებით, "როსონერის" "დორტმუნდისა" და გერმანიის ნაკრების 25 წლის ნახევარმცველ იულიან ბრანდტის იჯარის წესით აყვანა სურს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ნუ ღელავთ პატივცემულო გულშემატკივარო. კოლხი ჭაბუკი მერწმუნეთ არაჩვეულენრივად კომფორტულად არის,იგი იმაზე უკეთაა ვიდრე იმ კლავიატურის ლომებს გონიათ, ხან "მილანში" და ხან "ლესტერში" რომ გაამწესეს,ის შემდგარი ფეხბურთელია, ნაკრების წევრი,ცმობადი სახე 150 მილ.ქვეყანაში, პოზიტიური პრესა და ძალიან მაღალი ხელფასი, რატო არ უნდა იყოს ბედნიერი?
gela
17:27 26-07-2021
0
დიდი კრიზისია ფეხბურთში, ოლიგარქების და შეიხების გუნდებს თუ არ ჩავთვლით. 20 ლიმონი დიდი ფულია დღესდღეობით. 10 რო ღირდეს უკვე გაყიდული იქნებოდა
მეგრელი
15:18 26-07-2021
0

სიახლეები პოპულარული