"ის დრო რომ დაბრუნდეს" - კვირკველია "ლესტერში" ტრანსფერზე

AutoSharing Option
რუსულმა sports.ru-მ საქართველოს ნაკრების მცველ საბა კვირკველიასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა. საუბარი "ლესტერში" ჩაშლილ ტრანსფერს შეეხო.

- კალაძისა და შევჩენკოს მატჩების გამო იტალიური ფეხბურთის ყურება გიყვარდათ?
- და ფაბიო კანავარო. ის ჩემი საყვარელი ცენტრალური მცველია. ნესტასა და მალდინისთან მისი ტანდემი საუკეთესოა, რაც კი ფეხბურთში მინახავს.

- სამი წლის წინ რომ არა "ლესტერს", არამედ იტალიურ კლუბს მიეწვიეთ, უარს  ეტყოდით?

- არ ვიცი, ახლა ამაზე პასუხის გაცემა რთულია... ის დროს რომ დაბრუნდეს, ავიღებდი ქაღალდს, მოვაწერდი ხელს და წავიდოდი, მაგრამ  მე სხვა გადაწყვეტილება მივიღე - "ლოკომოტივში" დავრჩი."

შეგახსენებთ, მოსკოვის "ლოკომოტივიდან" წამოსვლის შემდეგ უკლუბოდ
მყოფი კვირკველიას არაბეთში შესაძლო ტრანსფერზე აქტიურად საუბრობენ.

alt"კვირკველიას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გარდა, სხვა ტიპის პრობლემებიც აქვს" - რუსული გამოხმაურებები

altკვირკველია კარიერას არაბეთში გააგრძელებს


მკითხველის კომენტარები / 11 /
იმხელა ღიპი ადევს)))) ეგრე იცის კაზინომ და კაიფმა,არც ეხლაა გვიან ხალხს შენი გვჯერა
Lasha
01:12 31-07-2021
0
ცოტა გაუგებარია, ჯანოც და საბაც ოფიციალური მილიონრები არიან, ალალი იყოს, ყველა ვინც რუსეთის რკინიგზელებს უკავშირდება ყველა ეგრეა, ასათიანი, ჯანაშია, აშვეთია, მუჯირიც კი, და არ მგონია საბას რამე პრეტენზია ქონდეს, მეტიც, "ლოკოდან", მისი მფარველების წასვლის შემდეგ, "როტორში" განათხოვრებულს ხელფასი დაუტოვეს, იქ რაც ითამშა კი ვიცით, ეხლაც ბერძნულ კაპიკებზე(შედარებით) უარი თქვა და ემირატების ანაზღაურებას უმიზნებს, ამაში ვერ გაამტყუნებ, მაგრამ ახალგაზრდებისთვის გადამდებია, მითუმეტეს თუ აგენტი დაინტერესებულია მხოლოდ და მხოლოდ მაღალი ჰონორარებით და ნაკლებად აინტერესებს მისი კლიენტი რომელ ქვეყანაში ითამაშებს.
რატი
09:43 29-07-2021
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული