"ის დრო რომ დაბრუნდეს" - კვირკველია "ლესტერში" ტრანსფერზე

AutoSharing Option
რუსულმა sports.ru-მ საქართველოს ნაკრების მცველ საბა კვირკველიასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა. საუბარი "ლესტერში" ჩაშლილ ტრანსფერს შეეხო.

- კალაძისა და შევჩენკოს მატჩების გამო იტალიური ფეხბურთის ყურება გიყვარდათ?
- და ფაბიო კანავარო. ის ჩემი საყვარელი ცენტრალური მცველია. ნესტასა და მალდინისთან მისი ტანდემი საუკეთესოა, რაც კი ფეხბურთში მინახავს.

- სამი წლის წინ რომ არა "ლესტერს", არამედ იტალიურ კლუბს მიეწვიეთ, უარს  ეტყოდით?

- არ ვიცი, ახლა ამაზე პასუხის გაცემა რთულია... ის დროს რომ დაბრუნდეს, ავიღებდი ქაღალდს, მოვაწერდი ხელს და წავიდოდი, მაგრამ  მე სხვა გადაწყვეტილება მივიღე - "ლოკომოტივში" დავრჩი."

შეგახსენებთ, მოსკოვის "ლოკომოტივიდან" წამოსვლის შემდეგ უკლუბოდ
მყოფი კვირკველიას არაბეთში შესაძლო ტრანსფერზე აქტიურად საუბრობენ.

alt"კვირკველიას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გარდა, სხვა ტიპის პრობლემებიც აქვს" - რუსული გამოხმაურებები

altკვირკველია კარიერას არაბეთში გააგრძელებს


მკითხველის კომენტარები / 11 /
იმხელა ღიპი ადევს)))) ეგრე იცის კაზინომ და კაიფმა,არც ეხლაა გვიან ხალხს შენი გვჯერა
Lasha
31 ივლისი 2021 01:12
0
ცოტა გაუგებარია, ჯანოც და საბაც ოფიციალური მილიონრები არიან, ალალი იყოს, ყველა ვინც რუსეთის რკინიგზელებს უკავშირდება ყველა ეგრეა, ასათიანი, ჯანაშია, აშვეთია, მუჯირიც კი, და არ მგონია საბას რამე პრეტენზია ქონდეს, მეტიც, "ლოკოდან", მისი მფარველების წასვლის შემდეგ, "როტორში" განათხოვრებულს ხელფასი დაუტოვეს, იქ რაც ითამშა კი ვიცით, ეხლაც ბერძნულ კაპიკებზე(შედარებით) უარი თქვა და ემირატების ანაზღაურებას უმიზნებს, ამაში ვერ გაამტყუნებ, მაგრამ ახალგაზრდებისთვის გადამდებია, მითუმეტეს თუ აგენტი დაინტერესებულია მხოლოდ და მხოლოდ მაღალი ჰონორარებით და ნაკლებად აინტერესებს მისი კლიენტი რომელ ქვეყანაში ითამაშებს.
რატი
29 ივლისი 2021 09:43
1
მართალი ხარ 100%, აქ რადგან რუსეთიზეა და საბაზე საუბარი ობიექტურობიდან შორსაა, ამის გარდა, "ლოკოს"პრემიებთან და ბონუსებთან რა შუაში ხარ? არენდაში ხარ "როტორში".ხელდასი შეგინარჩუნეს და იმის იქით რას ითხოვ?
სიო
04 სექტემბერი 2021 13:51
1
Ეგაა რუსეთის ჩემპიონატი,თავიდან კარგია,მაგრამ შემდეგ ილუზიებს გიქმნიან.არის ეტაპი როცა რაღაც თავდება და შემდეგი ეტაპი უნდა დაიწყო,სწორედ მაგ დროსაა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადასადგმელი.კვირკველია ეგ ნაბიჯი გამოტოვა და ჭაობში ჩაეფლო.ძალიან დასანანია,ღმერთმა ნუ ქნას,მაგრამ მგონია რომ ძველ კვირკველიას გაუჭირდება დაბრუნება.ეგ მეშინია კვარაცხელიაში,საეჭვოდ იწელება მისი სატრანსფერო ოდისეა.
Levan
28 ივლისი 2021 23:50
0
ხელს ვერაფერს მოაწერდა, რადგან ლესტერს მისთვის არაფერი შეუთავაზებია. ტყუილია ეგ ამბავი.
Burton
28 ივლისი 2021 20:34
5
ჯანომაც ასე გაინადგურა კარიერა მოსწონდა სპარტაკის კარგი კონტრაქტები
gia
28 ივლისი 2021 18:56
3
ადამიანს თავი იმიტომ აქვს და შიგ ტვინი რომ აზროვნებდეს, პრემიერლიგის ექვსეულის გუნდს რომ ლოკომოტივს ამჯობინებს .....
ზორბეგი
28 ივლისი 2021 18:02
5
არ მჯერა მასე ოფიციალურად რომ დაედოთ კონტრაქტი თორემ მართლა გიჯი ხო არ იყო ტიპი
გგგ
28 ივლისი 2021 19:05
6
როგორ გბალეშიკობდით საბა და როგორ გვატკინე გულიი ((( როცა ამხელა შესაძლებლობები გაქვს მარტო შენ თავზე არ უნდა იფიქრო ცოტა ბალეშიკებზეც უნდა იზრუნო :((
bejo
28 ივლისი 2021 17:19
3
რძე და ყველი არ გინდა? მომინდომა ბიჭმა მაშინა ვრემენი.DDD პანატინაიკოსსაც, რომ ცხვირი აუბზუა?D
hhh
28 ივლისი 2021 17:16
3
ფეხბურთს და კარიერას მაღალ ხელფასს ამჯობინებენ ხოლმე და ყოველთვის მასეა მერე იწყება რეგრესი
soso
28 ივლისი 2021 16:39
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული