ისევ გამოიჩინა "ალავესში" თავი 19 წლის თავდამსხმელმა გიორგი გაგუამ.
გაგუა სეგუნდა დივიზიონის "მირანდესთან" ვილა ლაგუარდიას თასზე მეორე ტაიმში შევიდა შეცვლაზე, 79-ე წუთზე თავურით გოლი გაიტანა და თავის გუნდს 1:0 გამარჯვება მოუპოვა.
გაგუამ ბოლო სამ საკონტროლო შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა და პირველ გუნდში მკვიდრდება.
"ალავესი" კიდევ სამ სპარინგს გამართავს, 15 აგვისტოს კი ლა ლიგის პირველ ტურში "რეალს" უმასპინძლებს.