ვაისი: ზოგიერთი მოვალეობას ვერ ასრულებს და წასვლა მოუწევს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "სლოვანი", რომლის ღირსებასაც გურამ კაშია და ჯაბა კანკავა იცავენ, "იანგ ბოიზთან" დამარცხდა (2:3, 0:0) და ევროპა ლიგაზე გადაერთვება. ნამატჩევს კომენტარი ბრატისლავური გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა.

"წაგებით კმაყოფილი ვერ დავრჩები. ეს ორი სხვადასხვა ტაიმის თამაში იყო. პირველ ტაიმში მასპინძლები დომინირებდნენ, მეორეში - ჩვენ. გოლით ნაკლები გავიტანეთ და აი, ამიტომ გამოვვარდით. თუმცა გუნდმა აჩვენა, რომ რთულ სიტუაციაშიც შეუძლია ბრძოლა. 0:3-დან ფეხზე წამოდგომა მოვახერხეთ და შეგვეძლო ანგარიში გაგვეთანაბრებინა.

არგასაშვები გოლები გავუშვით. იყო უცნაური პენალტი, როდესაც ბურთი ხელზე
ჩვენს წაქცეულ ფეხბურთელს მოხვდა. წაქცევისას მოედანს ხელით დაეყრდნო, ხელს ხომ არ მოიჭრიდა? მესამე გოლი მეკარემ იმ კუთხეში გაუშვა, სადაც იდგა და რეაგირება მართებდა.

ჩვენზე ზეწოლა მოქმედებდა და თუ გულზე ხელს დავიდებ, უნდა ვაღიარო, თამაშის ხარისხი 60-40-ზე მეტოქის სასარგებლოდ იყო. მოწინააღმდეგეს გამარჯვებას ვულოცავ. სახლში თავჩაქინდრული არ ვბრუნდებით, თუმცა "სლოვანის" ყველა ფეხბურთელი ჩემი გემოვნების შესაბამისად ვერ თამაშობს. ისინი თავიანთ მოვალეობას ისე ვერ ასრულებენ, როგორც მე მივიჩნევ საჭიროდ და მათ წასვლა მოუწევთ.

შემდეგი მეტოქის დამარცხებას შევეცდებით. ხუთშაბათს სახლში მივფრინავთ, შაბათს "ტრენჩინს" ვხვდებით, უნდა მოვემზადოთ", - ციტირებს ვაისს კლუბის საიტი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
სადაც სლუცკი და ბატურენკო გაინტერესებთ იყოს ესეც.
სულხან
14:56 29-07-2021
4
ამ მშიშარა კაცს ნუ გადაგვაყოლებთ! -არ გვეყო რაც აქ დაგვტანჯა, ახლა სლოვაკეთშიც ჩვენ ვინერვიულოდ ვლადიმერზე?!
ფიზკულტურის მასწავლებელი
10:10 29-07-2021
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული