კიტეიშვილმა "უდინეზეს" "ცხრიანში" გაუტანა - მეხუთე გოლი ივლისში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გრაცის "შტურმმა" ამხანაგურ შეხვედრაში იტალიური "უდინეზე" 3:2 დაამარცხა, ავსტრიელთა ქართველმა ლეგიონერმა ოთარ კიტეიშვილმა კი შეხვედრის მე-9 წუთზე ანგარიში გახსნა.

ოთარს გოლი მართლაც მშვენიერი გამოუვიდა და მან მეტოქის კარი "ცხრიანში" აიღო. მეორე ტაიმში მთელი გუნდი შეიცვალა. ასე რომ, ქართველმა ლეგიონერმა მხოლოდ საწყისი 45 წუთი ითამაშა.

კიტეიშვილმა ბოლო პერიოდში თავი როგორც სათასო მატჩებში, ასე ამხანაგურ შეხვედრებშიც გამოიჩინა და ივლისის განმავლობაში 5 გოლის ავტორია.

"შტურმი" ავსტრიის ბუნდესლიგის მეორე ტურის მატჩს 1-ელ აგვისტოს, გურამ გიორბელიძისა და ლუკა ლოჩოშვილის "ვოლფსბერგერთან" სტუმრად გამართავს. შეგახსენებთ, გრაცელები პირველ
ტურში "ზალცბურგთან" დამარცხდნენ (1:3). კიტეიშვილის კლუბი ევროპა ლიგის გათამაშებაშიც ჩაერთვება, მათი მეტოქე კი ჯერ დადგენილი არაა.

alt9:0, კიტეიშვილის გოლი და ტრავმა - ოთარს მხედველობის პრობლემა შეექმნა

altკიტეიშვილი "შტურმში" დარჩენას და ევროტურნირებზე წარმატებულად ასპარეზობას გეგმავს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული