მერებაშვილის ახალი კლუბი ცნობილია

AutoSharing Option
34 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი პოლონური "პოდბესკიზეს" წევრი გახდა - ამის შესახებ კლუბის ოფიციალური გვერდი იუწყება.

მხარეებმა ხელი ერთწლიან კონტრაქტს, გახანგძლივების პერსპექტივით, მოაწერეს.

მერებაშვილი პოლონეთში 5 წლის განმავლობაში ასპარეზობდა და პლოცკის "ვისლას" რიგებში 131 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 25 საგოლე გადაცემა შეასრულა. თბილისის "დინამოში" კი სამჯერ ჩემპიონის ტიტული და ამდენჯერვე საქართველოს თასი მოიპოვა.

პოლონური კლუბი აღნიშნავს, რომ გიორგი უნივერსალური ფეხბურთელია: "თავს საუკეთესოდ შემტევ ნახევარმცველად ვგრძნობ - შემიძლია ვითამაშო მარჯვნივ, ასევე მარცხნივ ან ცენტრში, ფორვარდის უკან" - ამბობს ახალწვეული.

მერებაშვილის ახალმა კლუბმა პოლონეთის ექსტრაკლასი გასული სეზონის შემდეგ დატოვა, პირველ დივიზიონში კი სასტრატო მატჩში 1 აგვისტოს, "პოლკოვიცეს" ესტუმრება.

altმერებაშვილი "ვისლას" დაემშვიდობა, დაბრუნდება თუ არა სამშობლოში?!

altქართული ლეგიონის ამბები: მერებაშვილის გამომუშავებული პენალტი, ჭანტურიშვილის არჩათვლილი გოლი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
არავის არ უნდა ეროვნულ ჩემპიონატში თამაში
გრიგოლი1408
15:02 30-07-2021
0
სამწუხაროა უმაღლეს ლიგაში რომ არ ითამაშებს, წარმატებები
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული