ხვიჩას დიდებული გოლი - მასზე "ნადირობდნენ" და ტრავმას გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის ჩემპიონატის მეორე ტურში "რუბინმა" ტულაში "არსენალი" 3:0 დაამარცხა.

შესანიშნავად ითამაშა სტუმართა გუნდის გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც მე-40 წუთზე ლამაზი გოლი გაიტანა და ანგარიში 0:3 გახდა. ხვიჩამ იქამდე ჯორჯე დესპოტოვიჩს საჯარიმოში გადაცემა გაუკეთა, ის წააქციეს და პენალტი თავად დაზარალებულმა გამოიყენა.

კვარაცხელიას ძალიან ეუხეშებოდნენ, შეიძლება ითქვას, "ნადირობდნენ" კიდეც, დრიბლინგისას გეორგი კოსტადინოვმა და იგორ სმოლნიკოვმა მოცელეს და მსაჯმა ორივეს ყვითელი ბარათი უჩვენა. მას ექიმების დახმარებაც დასჭირდა და საბედნიეროდ ტრავმას გადაურჩა. 69-ე წუთზე ყაზანური გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ჩათვალა, რომ მატჩის ბედი გადაწყვეტილი
იყო, აღარ გარისკა და ხვიჩა სოლტმურად ბაკაევით შეცვალა.

მასპინძელთა გუნდში შესვენებამდე ითამაშა ზურიკო დავითაშვილმა.

"რუბინმა" პრემიერლიგის სტარტზე მეორე გამარჯვება მოიპოვა, გალიდერდა და 8 აგვისტოს, მესამე ტურში "ახმატს" უმასპინძლებს. შეგახსენებთ, ყაზანური გუნდი კონფერენს ლიგის გათამაშების მესამე ეტაპზე პოლონურ "რაკუვს" დაუპირისპირდება - 5 და 12 აგვისტოს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ხვიჩიკოს ხვიჩიკუნა ჯობია))ზუგდიდის მერს კი სამარგალოს გუბერნატორი იქნებოდეს იქნება.
საბა
10:31 31-07-2021
12
მომავალი ზუგდიდის მერი
ქართული ოცნება
03:47 31-07-2021
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული