ხვიჩა გრანდების სარეზერვო ვარიანტია - ის ინგლისელი რომ იყოს...

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე სატრანსფერო მითქმა-მოთქმა არ წყდება, ქართველს გუნდებს უკავშირებენ, რომლებიც ევროპის 5 საუკეთესო ლიგას წარმოადგენენ, თუმცა რეალური ნაბიჯი არც ერთ არ გადაუდგამს...

რუსული soccer-ი ქართველის შესახებ საკმაოდ ვრცელ სტატიას ავრცელებს, გთავაზობთ მის სრულ ვერსიას:

"30 ივლისს, ხვიჩა კვარაცხელიამ ტულის "არსენალის" კარში შესანიშნავი გოლი გაიტანა, სწორედ ამ დონის თამაშის გამო ქართველი გამუდმებით უცხოელი სკაუტების დაკვირვების ქვეშაა, ევროპული პრესის აზრით კი ახალგაზრდა შემტევი საუკეთესო 5 ლიგის დონის მოთამაშეა.

კვარაცხელიას, ისევე როგორც ზახარიანს საკუთარი თამაშის სტილი აქვს, თუ ახალგაზრდა არსენს დამაგვირგვინებენ ფაზაში
კარგი თამაში გამოსდის, ხვიჩას ძლიერი მხარე კონტრშეტევები, ყუმბარისებული გასროლები და ელვისებური გარღვევები გახლავთ, მაგრამ ისევე როგორც მედალს, კვარაცხელიასაც ორი მხარე აქვს, ქართველის თამაშის სტილი ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს, გულწრფელად, რომ ვთქვათ, ხშირად ხვიჩა საკუთარ თავსაც კი არ ჰგავს, მაგალითად, მოსკოვის "სპარტაკთან", სადაც "რუბინის" ლიდერს არაფერი გამოუვიდა, მისი გუნდი კი 0:4 განადგურდა.

Sportall.Ge

დაახლოებით 2 კვირაში კი  ტულის "არსენალთან" დიდებული გოლი გაიტანა და მისი გადაცემით ყაზანულმა გუნდმა თერთმეტმეტრიანის შესრულების უფლებაც მოიპოვა. კვარაცხელიას გატანილმა გოლმა სკაუტები მისკენ კიდევ ერთხელ შემოატრიალა, ბოლოს და ბოლოს, ის ხომ შესანიშნავ ფორმაშია, თავს არც ნაკრებში ირცხვენს და გოლი გოლზე გააქვს, მაგალითად, ესპანეთთან და საბერძნეთთან.

ქართველს ერთი შესანიშნავი თვისება აქვს, ერთ კონკრეტულ შეხვედრაში შესაძლოა კრიტიკოსსაც კი თავი შეაყვაროს, სწორედ ამიტომ, "რუბინის" ან საქართველოს ნაკრების თითოეული თამაშის შემდეგ ხვიჩას მსურველთა სია იმატებს. თუ დააკვირდებით მის ამ ფენომენალურ სტატისტიკას მიხვდებით, რომ ის ევროპის მასშტაბითაც კი გამორჩეულია.

წარმატებული მოტყუებების პროცენტული მაჩვენებელი

რომლებიც დარტყმით დამთავრდა, წინსვლით, მეტოქის დაჯარიმებით, ბურთის შენარჩუნებით წინსვლის გარეშე, დაკარგვით

Sportall.Ge

მოტყუებების სრული მაჩვენებლით, რომელიც დარტყმამდე მივიდა, ლიდერებშია მესი, კომანი - ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და ტიტულთა მხვეჭავი, იქვე კი "რუბინის" შემტევი. 56% დროს, როცა კვარაცხელია დრიბლინგს იწყებს, ყაზანელები გარკველი ფორმის სარგებელს იღებენ და ეს ზემოთ წარმოდგენილი ფეხბურთელებიდან საუკეთესო მაჩვენებელია. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთის პრემიერლიგაში ტექნიკური ფეხბურთელებს ძალიან უხეშად ეთამაშებიან. ხვიჩას დრიბლინგი არა მხოლოდ ეფექტური, ეფექტიანიც გახლავთ.

იაროვინსკიმ სიმართლე ისაუბრა, იმავეს თქმა შეგვიძლია საიმანოვზეც. ნათლად ჩანს, რომ "რუბინის" ხელმძღვანელობამ ერთმანეთისგან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთეს, "თათრული" კლუბის სპორტულმა დირექტორმა, რომელმაც მთელი მისი მოღვაწეობის განმავლობაში გუნდში არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი მოიყვანა, განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებას 3 კლუბთან აწარმოებს, ამის საპირისპიროდ "რუბინის" გენერალურმა დირექტორმა, რუსტამ საიმანოვმა ქართველი გულშემატკივრები დაამწუხრა, როდესაც განაცხადა, რომ მას ხვიჩას თაობაზე არც ერთი გუნდი არ დაკავშირებია.

ზოგადად რუსეთის პრემიერლიგის წარმომადგენელ კლუბებს ეს ხრიკი ძალიან უყვართ, რა თქმა უნდა, "მილანს", "დორტმუნდს", "ლიდსსა" თუ "სელტიკს" კვარაცხელიას გადაყვანის მიზნით გუნდის ხელმძღვანელობასთან ოფიციალური წინადადებით არ მისულან, თუმცა ის ხომ მათი ინტერესის სფეროში იყო? და რას აკეთებენ საპასუხოდ ისინი? ცდილობენ შუამავლის პოვნას, რათა ტრანსფერი მარტივად გაჩარხონ.

ქართველი ნახევარმცველის თაობაზე არაერთი ჭორ-მართალი იწერება, რის გამოც ხვიჩას ხშირად ან დასცინიან ან პირიქით აკრიტიკებენ, თუმცა ფაქტი ერთია, ხვიჩას გადაბირებით მონჩი, ზორკი და სხვა სპეციალისტები დაინტერესებულნი არიან.

"როსონერი" ჰაკან ჩალჰანოღლუს შემცვლელის ძიებაშია. ხორვატ ანტე რებიჩს სხვა პოზიციაზე თამაშიც შეუძლია, ისევე როგორც კვარაცხელიას, თუმცა სლუცკის იმის დრო ნამდვილად არ აქვს, რომ გუნდის ლიდერს პოზიცია შეუცვალოს და გამთამაშებლობის ფუნქცია დააკისროს, ასევე საჭიროებაც კი არაა იმისა, რომ ფეხბურთელმა მარჯვენა ფლანგზე გადაინაცვლოს, რადგან დენის მაკაროვმა გასული სეზონი შესანიშნავად ჩაატარა, მაგრამ ეს იმ ფაქტს ნამდვილად არ ცვლის, რომ ხვიჩასთვის რომელიმე ფრთა დაუძლეველი ბარიერი იქნება, პირიქით, ვფიქრობ, საინტერესოც გახლავთ, თუმცა ყველამ კარგად იცის, თუ რაოდენ კარგად გამოსდის ქართველს მარცხენა ფლანგიდან ელვისებური სისწრაფით "შეფრენა" და ცენტრისკენ მეტოქეების მოტყუება, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ამით ლეგენდარულ არიენ რობენს ჰგავს.

ამ ყველაფრის მიუხედავად, "მილანი" ნიკოლა ვლასიჩზე ფიქრობს, მანამდე იულიან ბრანდტის გადაბირებას ცდილობდა, თუმცა გერმანელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ეეჭვება მომდევნო წლისთვის გუნდი შეიცვალოს, ამრიგად, იტალიელებს ერთი კარგი და ნიჭიერი ახალგაზრდის გადაბირება სჭირდებათ, ამრიგად, ხვიჩა "როსონერის" ხელმძღვანელობისთვის იდეალური ვარიანტია, მათთან კომუნიკაცია თბილისის მერმა და "როსონერის" ლეგენდამ, კახა კალაძემ განაახლა, რომელიც ქართველი ფეხბურთელის შესაძლო იტალიურ კარიერას პოზიტიურად უყურებს. რა თქმა უნდა, მალდინი ხვიჩასთან დაკავშირებით აზრს მის დიდი ხნის მეგობარს აუცილებლად ჰკითხავდა.

Sportall.Ge

თუ "მილანი" ან სერია A-ს ნებისმიერი ძლიერი გუნდი დაკვირვების შედეგად მიხვდება, რომ ასეთი შედეგიანი თამაში გამონათება არ არის და ყველაფერი მისი ნიჭისა და თავდადების შედეგია, მაშინ ნახევარმცველის თაობაზე "რუბინის" ხელმძღვანელობას ოფიციალური წინადადებით მიმართავს, რადგან იტალიურ ლიგაში კვარაცხელიას სტილს თამაშობენ, თუმცა მისით ჩრდილოელებიც ინტერესდებიან, ჩრდილოელებში, რა თქმა უნდა, ინგლისის პრემიერ ლიგის წარმომადგენლებს ვგულისხმობთ. გასული თვის განმავლობაში "ლიდს იუნაიტედის" თაობაზე აქტიურად იწერებოდა, თუმცა გასულ კვირას ქართველის მიმართ ინტერესი ლონდონის "ტოტენჰემმა" გამოთქვა, თანაც ჰარი კეინის გაყიდვის შემთხვევაში ფინანსური პრობლემა მოიხსება, სამხრეთ კორეელი სონის შემტევად გადაწევის შემთხვევაში კი მარცხენა ფრთიდან ტექნიკური და სწრაფი ფეხბურთელი იქნება საჭირო, 20-30 მილიონი ევროს სანაცვლოდ კი მათ მომავლის კაშკაშა ვარსკვლავის დამატება შეუძლიათ.

ქართველს შესწევს ძალა, რომ მატჩის ბედი მარტომ გადაწყვიტოს, ხვიჩა გუნდში გუნდია. "რუბინიც" კი, რომელიც ცდილობს, რომ კომბინირებული ფეხბურთი ითამაშოს, დამოკიდებული მაინც გაქცევებზეა, ლეონიდ სლუცკის თავკაცობით "თათრები" დაცვაში თამაშსაც უმატებენ, დესპოტოვიჩი ყაზანური კლუბის ცენტრ-ფორვარდია, რომელიც მონაწილეობას სწრაფი შეტევების 43%-ში იღებს, თავის მხრივ, კი ხვიჩა ყოველთვის წარმატების ტალღაზეა, რის შემდეგაც ის ჯერ საკუთარი ქვეყნის ნაკრებში მოხვდა, შემდეგ კი ნამდვილ ლიდერად და დასაყრდნობ ძალად იქცა.

Sportall.Ge

მისი წვერის და გამო ის უფრო დიდს გავს, თუმცა ჩახედეთ მის ასაკს, ის 20 წლისაა, ამ ასაკში კი ქართველი მოედანზე შედევრებს ქმნის, თანაც არც არავის უკვირს, რადგან მისი ელვისებური გარღვევები, მოტყუებული მეტოქეები და ულამაზესი გოლები ამ ყველაფერს მოწმობს, ყველაზე კარგი რაცაა ისაა, რომ ხვიჩა ამას არამხოლოდ "რუბინში", არამედ საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც ახერხებს, ასეთი თამასის დაწესების შემდეგ კი ყოველი ჩაგდებული შეხვედრის შემდეგ კრიტიკოსები გამოანათებენ და გაიძახიან, რომ "ეს ბიჭი ევროპის დონე არ არის", თუმცა გამოიხედეთ თვალებიდან - აშკარაა, რომ ის 5 ტალანტს შორისაა.

გასული სეზონის მაჩვენებელი, გატანილი გოლები და მომენტები ცხადყოფს, რომ ჯერ კიდევ 19 წლის ახალგაზრდას მატჩის ბედის გადაწყვეტა შეეძლო, "სპარტაკთანაც" კი, სადაც ყაზანურმა კლუბმა ილია სიმოშნიკოვის გოლით მოიგო, შეხვედრა არ ჩააგდო, მეტი, მეტოქის საჯარიმოში ბურთს 4-ჯერ შეეხო, დიახ საჯარიმოში, ეს ძალიან კარგი შედეგია, ამის შემდეგ კი ლოგიკურია, რომ სკაუტებს მისი ახლოდან გაცნობა სურთ, ვფიქრობ, ნებისმიერი ძლიერი სპეციალისტი ამ გადაწყვეტილეამდე მივა.

მეორე მხრივ, დღესდღეობით მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს, ისევე როგორც "როსონერის" სხვა კლუბებსაც ფინანსური კრიზისი აქვთ, ამიტომ ახალგაზრდა, პერსპექტიული, მაგრამ გამოუცდელი ფეხბურთელის ნაცვლად, რომელიც 20-30 მილიონი ევრო ღირს, ურჩევნიათ ამ ფასად იყიდონ ისეთი ფეხბურთელები, რომლებმაც საკუთარი შესაძლებლობები დიდ გუნდებში წარმოაჩინეს, სწორედ იმავე მიზეზის გამო ვერ ახერხებს "როსონერი", რომ ცსკას ნახევარცმველი იყიდოს, თანაც ის ხომ ხვიჩაზე ორჯერ ძვირი ღირს?! ეს, რა თქმა უნდა, ჩემი სუბიექტური აზრია, თუმცა ვფიქრობ, რომ გუნდებმა უნდა იჩქარონ, რადგან კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სათამაშოდ მზადაა, სწორედ ამიტომ მათ ეს შანსი უნდა გამოიყენონ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში რომელიმე კლუბი გარისკავს, იყიდის და რამდენიმე წელში ბევრად მეტი ეღირება.

Sportall.Ge

სლუცკი ხვიჩას ყველაფერში დაეხმარა, მისი ამბიციები ევროპის საუკეთესო 5 ლიგას მოარგო... თუმცა ქართველს შეუძლია წავიდეს ამსტერდამის "აიაქსში" ან გლაზგოს "სელტიკსში", თუმცა მეორე მხრიდან შეხედეთ, შოტლანდიურ კლუბში ბევრი ტალანტი გამოჩენილა, რომელმაც თავი ვერ წარმოაჩინა და შემდეგ საჭირო მისი თავიდან მოშორება გამხდარა... თუმცა ინტერესთა სფეროშია, ინტერესი კი ამ შემთხევევაში უმთავრესია, მისი სამსახურით ასევე პრემიერ ლიგის წარმომადგენელი "ლიდს იუნაიტედია" დაინტერესებული, რაც თვითონ ხვიჩამაც დაადასტურა, თუმცა მარსელო ბიელსამ ჯეკ ჰარისონი ჰყავს, რომელიც ამერიკაშია აღზრდილი და გასულ სეზონში კი პრემიერ ლიგაში თავი 8 გოლითა და ამდენივე ასისტით გამოიჩინა.

წარმატებული სეზონის შემდეგ ინგლისელი ფეხბურთელი "მანჩესტერ სიტიდან" გამოისყიდეს, ამრიგად, არგენტინელმა სპეციალისტმა დიდი ალბათობით შეტევის მარცხენა ფრთა დააბალანსა, ხვიჩას "ლიდსში" წასვლა კი არც თუ ისე კარგი ვარიანტი იქნება... სწორ გადაწყვეტილებაში კი იაროვინსკი და სლუცკი უნდა დაეხმარონ, რომლებსაც ევროპაში დიდი გამოცდილება და ავტორიტეტი აქვთ. ქართველი გუნდიდან ისე უნდა წავიდეს, რომ "კარგ ხელში" აღმოჩნდეს, რათა ზუსტად ისეთი თავისუფლება მისცეს, როგორი შესაძლებლობებიც კლუბში ლეონიდმა მისცა, სურვილი ერთია, რეალობა კი მეორე... სიჩქარემ შესაძლოა ხვიჩას კარიერას პრობლემები შეუქმნას, რათა თუ ის წავა ევროპაში, სადაც სათამაშოდ დრო არ მიეცემა, მაშინ მისი მონაცემებიც წყალს გაჰყვება... ამრიგად, ქართველის წასვლა სასწრაფო ნამდვილად არა, ახლა "კვარას" ფასი არათუ იკლებს, არამედ იმატებს, რაც მყიდველებმაც კარგად იციან, ამრიგად მათ პირველი ნაბიჯი უნდა გადადგან, რადგან 10-15 მილიონი ევრო არაა ის სატრანსფერო ღირებულება, რაც ასეთი ნიჭისა და შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელი უნდა ღირდეს.

თუ ხვიჩა ინგლისელი იქნებოდა, მაშინ მისი ფასი 50 მილიონი ფუნტი იქნებოდა, ზუსტად იმდენივე, რამდენიც "არსენალის" ახლადშეძენილი მცველი ბენ უაითი, ამრიგად, საჩქაროდ დრო არაა, თუმცა არც დიდი ხნით უნდა გაჩერდეს ქართველი რუსეთში, ამიტომ დიდი ალბათობით ევროპის 5 საუკეთესო ლიგის წარმომადგენლებმა შემტევის ნიჭში უნდა დარწმუნდნენ და მისცენ თავისუფლება, რათა ძლიერი ფეხბურთელი მიიღონ, მანამდე კი შეგვიძლია გითხრათ, რომ კვარაცხელია მოუმატებს," - წერს soccer.ru

მომზადებულია soccer-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 10 /
მე ერთი რამ ვერ გამიგია, რატომ უკლავს საზოგადოების ნაწილს ვინმეს ქება.ისეთი შეგრძნება მრჩება, სხვას თუ აქებენ მათ ლანძღავენ!სხვა შემთხვევაში შენი თანამემამულის წარმატება რატომ არ უნდა გახარებდეს!





gia jashi
17:06 02-08-2021
0
საგას რა უჭირს, ეგზიუპერი, შარლ პერო, ანდერსენი, ყველანი გაერთიანდნენ.
kaxi
09:13 02-08-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული