ფრანგულმა "მეცმა" 2021-22 წლების სეზონის მოსამზადებელი შეკრება დაასრულა. გიორგი მიქაუტაძის გუნდმა 6 ამხანაგური მატჩი გამართა და მხოლოდ ერთში (გერმანულ "გლადბახთან") დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ამ შეხვედრებში ერთი გოლი გაიტანა("ნანსი"-ის წინააღმდეგ) და ამდენივე საგოლე გადაცემა (UNFP-თან. ზოგიერთმა წყარომ შეცდომით გოლი მიუთითა) შეასრულა.
ფრედერიკ ანტონეტმა საფრანგეთის ჩემპიონატისთვის განაცხადი გამოაქვეყნა, სადაც ქართველი ფეხბურთელი 9 ნომრითაა შეყვანილი, თუმცა, როგორც ნახევარმცველი.
ფრანგული კლუბის შემადგენლობაში 5 თავდამსხმელია, გასულ სეზონში, მათგან ყველაზე წარმატებული 22 წლის იბრაჰიმ ნიანი იყო, რომელმაც 6 გოლი გაიტანა.
"ლიგა 1" ერთ კვირაში დაიწყება.
პირველ ტურში, 8 აგვისტოს, "მეცი" მოქმედ ჩემპიონ "ლილს" უმასპინძლებს. მიქაუტაძის გუნდი აგვისტოში კიდევ სამ შეხვედრას გამართავს - "ნანტსა" და "კლერმონს" ესტუმრება, ხოლო "რეიმსს" სახლში მიიღებს.
მიქაუტაძე და ჩაკვეტაძე ერთმანეთის წინააღმდეგ
მიქაუტაძემ ყოფილი კლუბის წინააღმდეგ მეორე ტაიმში ითამაშა
დაიწყო, დაიწყო - მიქაუტაძემ "მეცში" სეზონის პირველი გოლი გაიტანა [VIDEO]