"მიჭირს გახსენება, ვისზეა საუბარი..." - ცსკა-ს შემტევმა ხვიჩა ვერ გაიხსენა

AutoSharing Option
მოსკოვის ცსკა-ს ფორვარდმა ჩიდერა ეკუჯემ კლუბის ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა, სადაც კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა.

პრესსამსახურის წარმომადგენელმა მას უთხრა, რომ სტატისტიკის მიხედვით, ერთ მატჩში გაკეთებული ფინტების მიხედვით ის მე-2 ადგილზეა და ხვიჩა კვარაცხელიას ჩამორჩება. ქართველის ხსენებაზე კი ნიგერიელი შეიშმუშნა...

"მიჭირს გახსენება, ვისზეა საუბარი... რაც შემეხება პირადად მე, ყოველთვის ვცდილობ, გავაუმჯობესო ჩემი თამაშის ყველა კომპონენტი, მათ შორის, დრიბლინგები.

მთავარი, რაც გამოარჩევს დიდ ფეხბურთელს, ეს არის შესაძლებლობა და სურვილი, ყოველდღიურად სრულყოს საკუთარი თავი. ფინტის გაკეთება კარგი შანსია მომენტის შესაქმნელად, კართან სიტუაციის
გასამწვავებლად.

ეს ზუსტად ის არის, რისი გაკეთებაც მინდა გუნდისთვის. დრიბლინგი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარეა და ძალიან მომწონს ერთი-ერთზე მოტყუება", - თქვა "გომბე იუნაიტედის", "ვოლერენგას" და "ჰეერენვენის" ყოფილმა ვარსკვლავმა ეჯუკემ...

მკითხველის კომენტარები / 5 /
მეც მიჭირს გახსენება, ეს საერთოდ ვინაა...
qomagi
09:57 02-08-2021
1
ეს მემგონი ტყემალზეა და ბალს ჭამს! ისე ჩვენი ბიჭები რუსეთში ყოველთვის გამოირჩევიან ცნობადობით და პოპულარობით! გამეხარდებოდა თუ რუსეთის წმყვანი კლუბების ძირითადში,ისეთი, როგორიც არის სპარტაკი,ლოკომოტივი,რუბინი,დინამო,კრასნოდარი, ნაკრების 7-8 ფეხბურთელი თამაშობდეს სტაბილურად,საკმაოდ მაღალი დონეა და ნაკრებს ძალიან წაადგება! მაგრამ ამ კლუბებში სამწუხაროდ ბევრი ქართველი ვერ გაქაჩავს.ფაქტი ესაა! ერთი ხვიჩა არის ამ მაღალი დონის კლუბში! დანარჩენი ურალის,უფას და ტულის არსენალის დონეს ვერ ცდება!
კახი
10:08 02-08-2021
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული