რუსეთში გაგნიძის დებიუტისას სტადიონზე შუქი ჩაქრა - მწვრთნელმა ქართველის თამაში შეაფასა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგაში 18 წლის ნახევარმცველის, ლუკა გაგნიძის დებიუტი შედგა.

რუსეთის ჩემპიონატის მეორე ტურში "ურალისა" და "ნიჟნი ნოვგოროდის" მატჩი 1:1 დასრულდა, ქართველი ლეგიონერი კი ეკატერინბურგელთა გუნდში 58-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "ურალის" მწვრთნელ იური მატვეევს გაგნიძის დებიუტის შეფასება სთხოვეს.

"პირველად თამაშის კვალობაზე, მოედანზე კარგად მოქმედებდა - ბურთს ინარჩუნებდა, თამაშს ხელმძღვანელობდა. მოგების შემთხვევაში ვიტყოდი, რომ კარგი დებიუტი იყო, ისე კი, პოზიტიურად ვიყურებით მომავალში".

სხვათა შორის, მატჩის 85-ე წუთზე სტადიონზე შუქი გამოირთო და 5 წუთის განმავლობაში თამაში შეჩერებული იყო.

გაგნიძე
მოსკოვის "დინამომ" თბილისის "დინამოსგან" ივნისის ბოლოს შეიძინა და ერთსეზონიანი იჯარით "ურალში" გაუშვა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
72 წუთიდან ვუყურე თამაშს.ამ დროში ლუკას ბურთი არ დაუკარგავს,თვითონ რამდენჯერმე წარმატებით ითამაშა ართმევაზე.ერთხელ საჯარიმოში მისცა მწვავე პასი,თუმცა ადრესატმა ვერც დარტყმა გაბედა და ვერც მოტყუებაზე თამაში.ისევ სააჯარიმოდან გამოსვლა არჩია და სიმწვავეც გაქრა.ზოგადად ვერ ვიტყვი რომ თანაგუნდელები მას ეძებდნენ.უფრო პირიქით,ფლანგებიდან ცდილობდნენ გასვლას და ჩაწოდებას,თანაც საკმაოდ უნიჭოდ.ტექნიკურად ძალიან სუსტი თავდამსხმელები თუ წინა ხაზის მოთამაშეები ჰყავთ.ვფიქრობ, ლუკა მალე შეუცვლელი კაცი გახდება,მაგრამ თვითონ გუნდია, ძალიან სუსტი
სოსო
10:20 02-08-2021
0
დინამოში ძირითადში თამაშსს ურალში შეცვლაზე თამაში რატომ ურჩევნია ამ ბავვშვებს ვერ ვხვდები
ტოტტი
09:05 02-08-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული