არც ნინუა, არც გორდეზიანი - "პაოკი" კონფერენს ლიგაზე იწყებს

AutoSharing Option
დღეს, 3 აგვისტოს, კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბერძნული "პაოკი" ჩაერთვება, რომელიც ირლანდიურ "ბოჰემიანსს" ესტუმრება. სამწუხაროდ, სტუმართა განაცხადში ისევ ვერ ვხედავთ ნიკა ნინუას და არც ქართული ფესვების მქონე ვასილიოს გორდეზიანი ჩანს.

22 წლის ნინუამ ბოლოს ნიდერლანდურ პსვ-სთან ამხანაგურ მატჩში მეორე 45 წუთი ითამაშა, ამის შემდეგ კი თავის გამოჩენის შესაძლებლობა აღარ მისცემია. ნახევარმცველმა საბერძნეთის ჩემპიონატის გასული სეზონში  მხოლოდ 9 შეხვედრაში იასპარეზა და 1 შედეგიანი დარტყმა ჰქონდა. ამავდროულად,  საბერძნეთის თასზე ნიკას მშვენიერი გოლიც გვახსოვს.

რაც შეეხება 19 წლის გორდეზიანს - ევროთასებზე მასზე
დაყრდნობა ამ ეტაპზე, ნაკლებად რეალურია, თუმცა მას საკმარისი მონაცემები აქვს, რათა უფრო მეტი სათამაშო დრო მიიღოს.

თუკი "პაოკი" ირლანდიურ ბარიერს დაძლევს, კონფერენს ლიგის პლეი-ოფში  შოტლანდიურ "ჰიბერნინანსა" და ხორვატიულ "რიეკას" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. რაც შეეხება საბერძნეთის სუპერლიგას, ის სტარტს 21 აგვისტოს აიღებს.

altნინუას გოლი ბერძნულ ლიგაში ერთერთ საუკეთესოდ აღიარეს [VIDEO]

altითამაშებს თუ არა ნიკა ნინუა?! - ბერძნული მედია მსჯელობს...

მკითხველის კომენტარები / 9 /
ფიფიამ ოგონდ პული გააკეთოს სულ არ კიდია დინამო
oto
04 აგვისტო 2021 15:21
1
განა რას გიხდიან ,სკამს ხო ხეხავ ტო
oto
04 აგვისტო 2021 15:20
0
სწორეთ ნინუაა მაგალითი იმისა, თუ რამდენი დაკვირვებაა საჭირო ტრანსფერის გაკეთების დროს. კაპიკებად ყიდულობენ ჩვენ ბიჭებს და მერე თუ ცაზე ვარსკვლავები არ მოწყვიტეს აღარ ათამაშებენ. აბა 15 მილიონი ჰქონდეთ გადახდილი თუ არ ათამაშონ?
ჟორა გაბრიჭიძე
03 აგვისტო 2021 20:00
0
ყველა პერსპექტიული ქართველი -- სლუცკისთან, სასწრაფოდ!!!
N
03 აგვისტო 2021 18:28
3
უკვე 22 წლისააო, დიახ, და არა 32, ყველაფერი წი აქვს! 22 წლისაა! ამ კლუბში კი ნაღდად არ გაუმართლა, მაგრამ აქაყრ შურიან და ბოღმიან გარემოს რომ დააღწია თავი უკვე კაია.
kaxi
03 აგვისტო 2021 14:48
12
ჟურნალისტებს არ გიფიქრიათ, რომ პირდაპირ დაეკონტაქტოთ და კითხოთ ამ კაცს რას აპირებს
giggs
03 აგვისტო 2021 13:05
0
ნინუა,ნინუა...აშკარად არ იყო ეს ბიჭი მზად არც პაოკ-ისთვის და არც ბეშიქთაშისთვის.მაგრამ დინამომ თხასავით გაყიდა.ეს ნინუა როგორ გამოადგებოდა წლევანდელ დინამოს.ახლა კი უკვე 22 წლისაა და როგორც ჩანს კარიერა გაიფუჭა ამ პაოკ-ით.არც გაგნიძეა მზად მოსკოვის დინამოსთვის და იმიტომაც გაანათხოვრეს სადღაც ურალში.არც დავითაშვილი იყო მზად უცხოეთისთვის და დამოგზაურობს რუსეთის აუტსაიდერებში.მეტიციან რატომ არიან ასეთ დღეში.თვითონაც სუსტდებიან ასეთი ქმედებებით და ფეხბურთელბსაც უფუჭებენ კარიერას,200-300 ათასი ევროსთვის.როცა შეიძლება ორ სამ წელიწადში შეიძლება ეს 300 ათასი მილიონი და 2 მილონი გახდეს სწორი მუშაობით.მაგრამ ვის ანაღვლებს ეს.დღევანდელი კვერცხი არ სჯობს?და აუტსაიდერობა ევროპის მასშტაბით?ვის ხელშია საერთოდ ქართული ფეხბურთო ხვდებით???
basti
03 აგვისტო 2021 12:38
2
დინამოს სელექცია, როგორც ყიდვაში ასევე გაყიდვაში არის 0-ს ქვემოთ. ფაქტი სახეზეა არასწორ დროს ყიდიან, ფაქტიურად ნახევარფაბრიკატ ფეხბურთელებს თან ძალიან იაფად. აქედან არის შედეგიც ფეხბურთელებიც ფუჭდებიან და გუნდიც ყველასთან აგებს მიყოლებით ფუ მართლა თქვენ ვინს საქმის კეთების ცოდნა დაგაბრალათ იმას რა უთხარი!!!
გიონატ
04 აგვისტო 2021 12:51
0
ჯერ პაოკი რაა და მერე მაგის ძირითადში რომ ვერ მოხვდები. ჩამოდი ბიძია სახლში.
sddd
03 აგვისტო 2021 10:52
2

სიახლეები პოპულარული