არც ნინუა, არც გორდეზიანი - "პაოკი" კონფერენს ლიგაზე იწყებს

AutoSharing Option
დღეს, 3 აგვისტოს, კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბერძნული "პაოკი" ჩაერთვება, რომელიც ირლანდიურ "ბოჰემიანსს" ესტუმრება. სამწუხაროდ, სტუმართა განაცხადში ისევ ვერ ვხედავთ ნიკა ნინუას და არც ქართული ფესვების მქონე ვასილიოს გორდეზიანი ჩანს.

22 წლის ნინუამ ბოლოს ნიდერლანდურ პსვ-სთან ამხანაგურ მატჩში მეორე 45 წუთი ითამაშა, ამის შემდეგ კი თავის გამოჩენის შესაძლებლობა აღარ მისცემია. ნახევარმცველმა საბერძნეთის ჩემპიონატის გასული სეზონში  მხოლოდ 9 შეხვედრაში იასპარეზა და 1 შედეგიანი დარტყმა ჰქონდა. ამავდროულად,  საბერძნეთის თასზე ნიკას მშვენიერი გოლიც გვახსოვს.

რაც შეეხება 19 წლის გორდეზიანს - ევროთასებზე მასზე
დაყრდნობა ამ ეტაპზე, ნაკლებად რეალურია, თუმცა მას საკმარისი მონაცემები აქვს, რათა უფრო მეტი სათამაშო დრო მიიღოს.

თუკი "პაოკი" ირლანდიურ ბარიერს დაძლევს, კონფერენს ლიგის პლეი-ოფში  შოტლანდიურ "ჰიბერნინანსა" და ხორვატიულ "რიეკას" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. რაც შეეხება საბერძნეთის სუპერლიგას, ის სტარტს 21 აგვისტოს აიღებს.

altნინუას გოლი ბერძნულ ლიგაში ერთერთ საუკეთესოდ აღიარეს [VIDEO]

altითამაშებს თუ არა ნიკა ნინუა?! - ბერძნული მედია მსჯელობს...

მკითხველის კომენტარები / 9 /
ფიფიამ ოგონდ პული გააკეთოს სულ არ კიდია დინამო
1
განა რას გიხდიან ,სკამს ხო ხეხავ ტო
0

სიახლეები პოპულარული