ხვიჩა კონფერენს ლიგის სამატჩო განაცხადში არ შეიყვანეს

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის მეორე ტურში ყაზანის "რუბინის" მიერ ტულაში "არსენალის" დამარცხებაში (3:0) ხვიჩა კვარაცხელიას წვლილი დიდი იყო - მშვენიერი გოლი გაიტანა და დესპოტოვიჩმა პენალტი სწორედ ქართველი გარემარბის პასის შემდეგ მოიპოვა. ხვიჩა რამდენიმე რუსულმა გამოცემამ ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

football.kulichki, რომელმაც საუკეთესო 11-ეულში ყაზანელთა სამი მოთამაშე დაასახელა, წერს:

"პირველ ტურში მოსკოვის "სპარტაკთან" მოსაწყენი თამაშის შემდეგ კვარაცხელიამ ტულაში მშვენიერი წარმოდგენა დადგა. ქართველი ფეხბურთელი დომინირებდა და მეტოქის კარში ექვსი დარტყმა შეასრულა, მათ შორის ერთი კი ძალიან ეფექტური გამოდგა. კვარაცხელიამ 3 აპრილის შემდეგ პირველად გაიტანა.

sport-express-ი კი სულ სხვა საკითხზე საუბრობს - კვარაცხელია კონფერენს ლიგის უახლოეს მატჩებში მონაწილეობას ვერ შეძლებს, მაგრამ ქართველი ფეხბურთელის ამ ტურნირზე გამოსვლის საკითხი მოგვიანებით მოგვარდება:

"კვარაცხელია პოლონური "რაკოვის" წინააღმდეგ კონფერენს ლიგის შეხვედრაში განაცხადში ვერ მოხვდა. რეგლამენტის თანახმად,  კლუბს შეეძლო  25 ფეხბურთელი დაესახელებინა, მაგრამ "რუბინი" მხოლოდ 21-ს ახერხებს, ამის მიზეზი კი ისაა, რომ  საკუთარი აღზრდილი მოთამაშეები კლუბს საკმარისი რაოდენობით არ ჰყავს.

კვარაცხელია B სიაში შეიყვანეს, როგორც ფეხბურთელი, რომელიც 2000 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ დაიბადა და ზედიზედ 2 წელია, რაც "რუბინში" გამოდის. აღნიშნული სიიდან მოთამაშის განაცხადში დამატება მატჩის დაწყებამდე 24 საათით ადრე გახლავთ შესაძლებელი."

რუსეთის პრემიერლიგის მორიგ ტურში "რუბინი", 8 აგვისტოს, გროზნოს "ახმატს" უმასპინძლებს.

altკვარაცხელია VS ჩაკვეტაძე კონფერენს ლიგაზე რეალურია


altხვიჩას დიდებული გოლი - მასზე "ნადირობდნენ" და ტრავმას გადაურჩა [VIDEO]





მკითხველის კომენტარები / 14 /
გამოჩნდა ინფორმაცია, რომ შეიყვანეს დამატებით განაცხადში.
ქ. გ.
14:08 04-08-2021
1
სამაგიეროდ დავითაშვილია წარდგენილი ოქროს ბურთზე…
qobuleti
20:09 03-08-2021
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული