დავით მუჯირი კარიერას სლოვაკურ გუნდში გააგრძელებს

AutoSharing Option
22 წლის თავდამსხმელი დავით მუჯირი კარიერას სლოვაკეთის უმაღლესი ლიგის "ზლატე მორავცეში" გააგრძელებს.

კლუბის საიტი იტყობინება, რომ მუჯირი მათ გუნდში სამი კვირა ვარჯიშობდა, გამოცდა ჩააბარა და ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

ეს "შერიფისა" და "ანტალიასპორის" შემდეგ მუჯირის მესამე უცხოური კლუბი იქნება.

"ძალიან მიხარია, რომ ამ გუნდის მაისურით თამაშის შესაძლებლობა მომეცემა. ამ კონტრაქტს ვაფასებ. ყველაფერს გავაკეთებ, რათა კლუბსა და მწვრთნელებს დავუმტკიცო, რომ ჩემი არჩევისას არ შეცდნენ და თანაგუნდელებს მოედანზე დავეხმარო.

აქაური გარემო ძალიან მომწონს. პირველივე დღიდან ხალხი ჩემდამი კარგად და მეგობრულადაა განწყობილი. მწვრთნელს ხშირად
ვესაუბრები. წინსვლისა და სრულყოფისათვის ყველა პირობა გაგვაჩნია. მინდა, რაც შეიძლება ხშირად ვითამაშო და ბევრი გოლი გავიტანო. ვინაიდან თავდამსხმელი ვარ, ჩემგან ამას მოელიან.

ამას ისე განვიხილავ, როგორც უზარმაზარ მოტივაციას. ჩემი მამა და ბაბუა ფეხბურთელები იყვნენ. ყველაფერს გავაკეთებ, რათა მათზე უკეთესი ვიყო (იღიმის)", - ციტირებს მუჯირს კლუბის საიტი.

"მასზე საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ. ახალგაზრდა და პერსპექტიულია. სიმაღლის გამო სხვა ტიპის ფორვარდია. რა თქმა უნდა, ადაპტაციისთვის დრო სჭირდება, თუმცა გარკვეულ სიტუაციებში შეუძლია საინტერესო ალტერნატივა იყოს", - განაცხადა კლუბის გენერალურმა დირექტორმა მარეკ ონდრეიკამ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბავშვს რას ვერჩი, მარა მამას თავმოყვარეობა ვერ?
ლაშა
22:08 03-08-2021
5
მუჯირებმა დაღუპეს ქართული ფეხბურთი
ავტოგოლა
00:48 04-08-2021
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული