"ჩაკვეტაძე ვარჯიშობს, იარემჩუკი მინდა ლევანდოვსკით შევცვალო" - ამბობს "გენტის" მწვრთნელი

AutoSharing Option
"გენტის" მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა კონფერენს ლიგაზე "რიგასთან" მატჩის წინ თავისი გუნდისა და ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობაზე ისაუბრა, რომელიც განაცხადში არ არის, თუმცა ვარჯიში დაიწყო.

"ჩვენი პირველი ევროპული დაპირისპირება წარმატებული გამოდგა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის. ნორვეგიაში კარგი ჰანდიკაპით გავემგზავრეთ. ამან ზოგიერთი ფეხბურთელის დასვენების საშუალება მოგვცა. ახალი მეტოქე გველის და ისევ კარგი შედეგის იმედი გვაქვს. ჯერ არ ვიცი, რა შემადგენლობას დავაყენებ. ზოგიერთი ბიჭი ბოლომდე მზად არაა. დატვირთული კალენდარი გვაქვს. ამ კვირაში ზოგიერთმა ფეხბურთელმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მეორედ გაიკეთა და მთლად კარგი რეაქცია არ
ჰქონდათ.

რომან იარემჩუკი "ბენფიკაში" გადავიდა. მან კლუბს თანხა შესძინა. სწორედ აქ მოვიდა ახალგაზრდა, პერსპექტიულ თავდამსხმელად და მაღალი დონისად ჩამოყალიბდა. პროგრესი გარკვეულწილად თავისი დამსახურებაა. მის შემცვლელს ვეძებთ, რაც დროს მოითხოვს. ვის ვისურვებდი? რობერტ ლევანდოვსკის, თუმცა არ მგონია, მისი გადმობირება შევძლოთ.

რომან ბეზუსი და გიორგი ჩაკვეტაძე კვლავ ვარჯიშობენ გუნდთან ერთად, ჯოზეფ ოვუსუ - ჯერ არა. ეს პრობლემა არაა, რადგან ღრმა შემადგენლობა გვყავს და მათი შეცვლა შეგვიძლია", - ციტირებს ვანჰაზებრუკს rtbf.be.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კაი გემოვნება კი აქვს, პოლონელში ფეხი არ ჩაგივა, რობერტს სხვა ამბიცია აქვს და არაუსაფუძვლო.
gela
12:34 05-08-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული