ვაისმა - საქართველო, სლოვაკებმა კანკავას გოლი გაიხსენეს

AutoSharing Option
დღეს, 5 აგვისტოს, გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას "სლოვანი" ევროპა ლიგაზე ბრალტარის "ლინკოლნს" ესტუმრება. საინტერესოა, რომ მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი არ გადაიცემა, რის გამოც სლოვაკი გულშემატკივრები უკმაყოფილებას არ მალავენ.

კლუბის ოფიციალურმა გვერდმა აღნიშნა, რომ ჯაბა კანკავას გიბრალტარის ნაკრების კარი აქვს აღებული, მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კი საქართველოს ნაკრებში მოღვაწეობა გაიხსენა:

"როცა ქართველებთან ერთად გიბრალტარის ნაკრებს დავუპირისპირდით, იქ  "ლინკოლნის" 7 მოთამაშე გამოდიოდა და მათ კარგად ვიცნობ. ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან მათ ლუქსემბურგის ჩემპიონ "ფოლას" 5 გოლი გაუტანეს.  სტუმრად გატანილი გოლის წესი
გაუქმების გამო მეორე მატჩის საკუთარ მოედანზე გამართვა ბევრს აღარაფერს გაძლევს."

altკანკავამ 7 წუთი ითამაშა - ვაისი მიზეზებს ხსნის

altგამოცდილ ფეხბურთელებს კარგი ხელფასები აქვთ და უკეთ თამაში მართებთ - ვაისი შვილით კმაყოფილია, გუნდით - არა [VIDEO]

alt"რაც საქართველოს ნაკრების გაწვრთნისას გამომიცდია" - ვაისი "შემროკთან" შეხვედრის წინ


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული