ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "იანგ ბოიზთან" დამარცხების შემდეგ გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას "სლოვანი" ევროპა ლიგის შესარჩევ ტურნირზე გადაერთო და დღეს გასვლაზე 3:1 დაამარცხა გიბრალტარის "ლინკოლნი".
მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სლოვაკეთის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში "ტრენჩინთან" კაშია დაასვენა, ხოლო კანკავა 88-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე. დღევანდელ შეხვედრაში კი ორივე შეუცვლელად ათამაშა და კაშიამ მე-16 წუთზე ანგარიში გახსნა, როდესაც კუთხურის მოწოდებისას მეტოქის საჯარიმოში ჩავიდა. ამის შემდეგ "სლოვანმა" კიდევ ორი გოლი გაიტანა და 3:0 დაწინაურდა. თუმცა 71-ე წუთზე კაშიასთან ბრძოლაში მოედანზე მასპინძელთა განელი თავდამსხმელი ოკრანი
წაიქცა და უოლკერმა პენალტი გაიტანა.
ამ გუნდების განმეორებითი მატჩი 10 აგვისტოს ბრატისლავაში გაიმართება.