ფრე და სირცხვილი პოლონეთში - ხვიჩას მაისურზე გვარი წვიმამ ჩამოარეცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინმა" პოლონეთში ფრეს მიაღწია "რაკუვთან" - 0:0.

მთელი მატჩის განმავლობაში კოკისპირულად წვიმდა და ხვიჩას მაისურზე გვარი თითქმის წაუშალა. მსაჯმა ყაზანური გუნდის მწვრთნელს, ლეონიდ სლუცკის, ფეხბურთელებისთვის ფორმის გამოცვლა მოსთხოვა, მაგრამ მათ ამუნიციის სხვა კომპლექტი არ აღმოაჩნდათ და მეორე ტაიმში მაისურებზე ნომრები მარკერით დაიწერეს. რუსი ჟურნალისტები ხუმრობდნენ, რომ მათი გუნდი ბაზრობაზე ნაყიდი დაბალი ხარისხის ფორმით გავიდა მოედანზე. იმავეს წერს პოლონური გამოცემა sportowefakty. ჟურნალისტი ტანკრედი პალმიერი აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ეს ყველაზე მდიდ
არი კლუბების ტურნირი არ არის, მაგრამ ისეთი ეკიპირებით თამაშობენ, როგორითაც პაბ-ლიგაში ლოთები.

Sportall.Ge

ასეთ პირობებში თამაში, რა თქმა უნდა, ძნელი იყო, თუმცა კვარაცხელიას ცდა არ დაუკლია. პირველ ტაიმში მეკარესთან პირისპირ გასულმა გოლი ვერ გაიტანა, შესვენების შემდეგ ხელსაყრელ პოზიციაზე ზოტოვი გაიყვანა და მან მიზანს ვერ უწია. 65-ე წუთზე სამ მცველს გაექცა, კარშიც დაარტყა, თუმცა ბოლო მომენტში მცველმა დაუბლოკა, 84-ე წუთზე კი შეცვალეს.

ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა 12 აგვისტოს ყაზანში გაიმართება და სტუმრად მიღწეული ფრის შემდეგ "რუბინს" პოლონური ბარიერის გადალახვის ურიგო შანსი როდი აქვს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
დიდი სურვილი მქონდა მაგრამ ამის წასვლა ევროპაში წელს გამორიცხულია გრანდის ფეხბურთელს ერთი ერთზე ასეთი ბავშვური შეცდომა არ უნდა მოსდიოდეს გუნდს გრანდად ფეხბურთელები აქცევენ რომლებიც ასეთ სა კიდევ უფრო რთულ მომენტებში მაღალ კლასს იჩენენ ამიტომ ამას რომ დიდი კლუბების ბოსები ნახავენ არამგონია აღფრთოვანდნენ ამ მომენტით და ეჭვი შეეპარებათ მის მაღალ დონეში ასეთი შემთხვევა ნაკრებშიც ქონდა. არ ეკადრებოდა და არც ქონდა უფლება! ნეტა ჩაკვე არ დამტვრეულიყო ის უკვე დიდ გუნდში ითამაშებდა.
4
ხვიჩა ამოკეტილი ჰყავდათ, ზოგადად დიდი შანსი ჰქონდა თავის გამოჩენის, მაგრამ.........
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული