ფრე და სირცხვილი პოლონეთში - ხვიჩას მაისურზე გვარი წვიმამ ჩამოარეცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინმა" პოლონეთში ფრეს მიაღწია "რაკუვთან" - 0:0.

მთელი მატჩის განმავლობაში კოკისპირულად წვიმდა და ხვიჩას მაისურზე გვარი თითქმის წაუშალა. მსაჯმა ყაზანური გუნდის მწვრთნელს, ლეონიდ სლუცკის, ფეხბურთელებისთვის ფორმის გამოცვლა მოსთხოვა, მაგრამ მათ ამუნიციის სხვა კომპლექტი არ აღმოაჩნდათ და მეორე ტაიმში მაისურებზე ნომრები მარკერით დაიწერეს. რუსი ჟურნალისტები ხუმრობდნენ, რომ მათი გუნდი ბაზრობაზე ნაყიდი დაბალი ხარისხის ფორმით გავიდა მოედანზე. იმავეს წერს პოლონური გამოცემა sportowefakty. ჟურნალისტი ტანკრედი პალმიერი აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ეს ყველაზე მდიდ
არი კლუბების ტურნირი არ არის, მაგრამ ისეთი ეკიპირებით თამაშობენ, როგორითაც პაბ-ლიგაში ლოთები.

Sportall.Ge

ასეთ პირობებში თამაში, რა თქმა უნდა, ძნელი იყო, თუმცა კვარაცხელიას ცდა არ დაუკლია. პირველ ტაიმში მეკარესთან პირისპირ გასულმა გოლი ვერ გაიტანა, შესვენების შემდეგ ხელსაყრელ პოზიციაზე ზოტოვი გაიყვანა და მან მიზანს ვერ უწია. 65-ე წუთზე სამ მცველს გაექცა, კარშიც დაარტყა, თუმცა ბოლო მომენტში მცველმა დაუბლოკა, 84-ე წუთზე კი შეცვალეს.

ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა 12 აგვისტოს ყაზანში გაიმართება და სტუმრად მიღწეული ფრის შემდეგ "რუბინს" პოლონური ბარიერის გადალახვის ურიგო შანსი როდი აქვს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
არ ვიცი ევროპისთვის მზად თუ არის. ერთი კია , ბევრი უნდა იმუშაოს. წარმატებები....
???????????????
06 აგვისტო 2021 11:33
4
მთავარია პროფესიონალიზმი,რა გეცმევა და როგორი სულ არ მაინტერესებს,მთავარია ბევრი გოლი მეტოქის კარში, ეგ არის ,,მეიდ ენ ჩინა,, რა გიკვირთ?რუსეთშიც ჩინეთმა მოიცვა ბაზარი.
სვანსკი
06 აგვისტო 2021 11:03
0
ხო-ხო მაისურზე გვარის წაშლამ შეუშალა ხელი მეკარესთან პირიპირ გასულს გოლის გატანაში. ეგ კი არა ძალიან ერთფეროვნად თამაშობს და თითქმის უკვე ყველამ იცის ბურთ რომ მიიღებს რის გაკეთებას აპირებს.
leo
06 აგვისტო 2021 10:18
17
მოეშვით ამ კაცს, როცა ყველა გაიძახის მიდის-მიდისო ვეღარ აკეთებს კონცენტრაციას რუბინზე და ეს დაღუპავს მის კარიერას, ყველას და ყველაფერს თავის დრო აქვს.
ჟორა გაბრიჭიძე
06 აგვისტო 2021 09:42
2
წვიმამ ჩამოარეცხაო.. რა იყო სამგორში იყიდეს ამის მაიკა მეორადებში
nknk
06 აგვისტო 2021 08:42
1
და ამ გუნდში დარჩენას ურჩევენ აქ ზოგიერთები, გუნდში რომელშიც მაისურზე თამაშის წინ ნომრებს ფლომასტერით აწერენ
Io
06 აგვისტო 2021 01:49
8
ფორმის ხარისხი სრულ შესაბამისობაში არის რუსეთის ჩემპიონატის.
ყველაზე მეტად კი "მომწონს" კომენტარები სადაც სლუცკის აღმერთებენ.ალბათ რუსული პრესის გარდა არაფერს კითხულობენ, თორემ ამ "გამოჩენილი მწვრთნელის" ალკოჰოლთან ურთიერთობის შესახებაც რაიმე ეცოდინებათ.
მხოლოდ მტერსა და უტვინოს შეუძლია უსურვოს კვარაცხელიას დარჩენა რუსეთში.
ჟორა
06 აგვისტო 2021 10:16
9
ვუყურებდი თამაშს და ყველაფრის მიუხედავად ხვიჩა ხვიჩობდა სხვა არაფერი არ ვარგოდა .
დევკალიონი
06 აგვისტო 2021 01:42
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული