ფრე და სირცხვილი პოლონეთში - ხვიჩას მაისურზე გვარი წვიმამ ჩამოარეცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინმა" პოლონეთში ფრეს მიაღწია "რაკუვთან" - 0:0.

მთელი მატჩის განმავლობაში კოკისპირულად წვიმდა და ხვიჩას მაისურზე გვარი თითქმის წაუშალა. მსაჯმა ყაზანური გუნდის მწვრთნელს, ლეონიდ სლუცკის, ფეხბურთელებისთვის ფორმის გამოცვლა მოსთხოვა, მაგრამ მათ ამუნიციის სხვა კომპლექტი არ აღმოაჩნდათ და მეორე ტაიმში მაისურებზე ნომრები მარკერით დაიწერეს. რუსი ჟურნალისტები ხუმრობდნენ, რომ მათი გუნდი ბაზრობაზე ნაყიდი დაბალი ხარისხის ფორმით გავიდა მოედანზე. იმავეს წერს პოლონური გამოცემა sportowefakty. ჟურნალისტი ტანკრედი პალმიერი აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ეს ყველაზე მდიდ
არი კლუბების ტურნირი არ არის, მაგრამ ისეთი ეკიპირებით თამაშობენ, როგორითაც პაბ-ლიგაში ლოთები.

Sportall.Ge

ასეთ პირობებში თამაში, რა თქმა უნდა, ძნელი იყო, თუმცა კვარაცხელიას ცდა არ დაუკლია. პირველ ტაიმში მეკარესთან პირისპირ გასულმა გოლი ვერ გაიტანა, შესვენების შემდეგ ხელსაყრელ პოზიციაზე ზოტოვი გაიყვანა და მან მიზანს ვერ უწია. 65-ე წუთზე სამ მცველს გაექცა, კარშიც დაარტყა, თუმცა ბოლო მომენტში მცველმა დაუბლოკა, 84-ე წუთზე კი შეცვალეს.

ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა 12 აგვისტოს ყაზანში გაიმართება და სტუმრად მიღწეული ფრის შემდეგ "რუბინს" პოლონური ბარიერის გადალახვის ურიგო შანსი როდი აქვს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
დიდი სურვილი მქონდა მაგრამ ამის წასვლა ევროპაში წელს გამორიცხულია გრანდის ფეხბურთელს ერთი ერთზე ასეთი ბავშვური შეცდომა არ უნდა მოსდიოდეს გუნდს გრანდად ფეხბურთელები აქცევენ რომლებიც ასეთ სა კიდევ უფრო რთულ მომენტებში მაღალ კლასს იჩენენ ამიტომ ამას რომ დიდი კლუბების ბოსები ნახავენ არამგონია აღფრთოვანდნენ ამ მომენტით და ეჭვი შეეპარებათ მის მაღალ დონეში ასეთი შემთხვევა ნაკრებშიც ქონდა. არ ეკადრებოდა და არც ქონდა უფლება! ნეტა ჩაკვე არ დამტვრეულიყო ის უკვე დიდ გუნდში ითამაშებდა.
T.q
07 აგვისტო 2021 13:15
4
ხვიჩა ამოკეტილი ჰყავდათ, ზოგადად დიდი შანსი ჰქონდა თავის გამოჩენის, მაგრამ.........
??
06 აგვისტო 2021 17:34
3
და რა დავწერე ტყუილი ან დასაბლოკი, ან თამაშს არ უყურეთ ან თამაშის მერე თურქების ზღვარგადასულ თავხედობას?!... ამას ვერ ამჩნევთ და რუსების ჩამოწუწულ საღებავებს მისტირით?!... იმიტომაც არის, რომ თავმოყვარეობა აღარ შერჩა ქართველ კაცს...
მ.ტ.
06 აგვისტო 2021 15:57
2
რამდენიმე დღის წინ,გუნდი დატოვა მარჯვენა ფლანგის შემტევმა მაკაროვმა,განაცხადშიც არ ჰყავდა ხვან ინ ბომი და სამოშნიკოვი,ხოლო პირველ ნახევარ საათში,ორი იძულებითი შეცვლა განახორციელა.ძირითადი შემადგენლობის 5 კაცი რომ მოგაკლდეს,რა თქმა უნდა შეტევაში თამაში გაგიჭირდება და სათამაშო კავშირებიც დაირღვევა.ასეთ წვიმაში კი, ტექნიკური უპირატესობის გამოყენებაც ძალიან გაძნელებული იყო.რაც შეეხება ფორმებს,ეს გუნდის ადმინისტრაციის სირცხვილია და არა ფეხბურთელების.ასეთ თამაშში ფეხბურთელებიც დაიღალნენ და რუბინს იმხელა სკამიც არა აქვს,რომ ერთბაშად 5 კაცი მოაკლდეს და სრულფასოვანი შემცვლელი კიდევ გყავდეს.ხვიჩა პირისპირ რომ გავიდა,ვალდებული იყო გოლი გაეტანა,თუმცა ვერც ძლიერად დაარტყა და ვერც ძალიან ზუსტად.ბურთი მეკარის ახლოს გაუშვა და მანაც გადაარჩინა გუნდი.
სოსო
06 აგვისტო 2021 15:05
0
იქნებ მირჩიოთ, როგორ უყურო კაზანში თამაშს
ჯონდო
06 აგვისტო 2021 14:49
2
არ მესმის, ვინმემ შესთავაზა და უარი თქვა, წავიდესო! რანაირად, "კარგი პრესა მაქვს და მოვედიო", სადაც ვლაშიჩში, მაკაროვში, შამუროდოვში 10-15 მილ. იხდიან, რამენაირად იშოვიდნენ ფულს და წაიყვანდნენ რომ სდომოდათ, შამუროდოვია ევროპელი თუ მირანჩუკი სერია A-ში რო წავიდნენ, ასე რომ "c перва подумай-потом говори"(ფ."მიმინო")
ლაშა
06 აგვისტო 2021 13:49
1
რუბინია პროვინციული გუნდი დდ ჯიგარო ერთი ფეხბურთელი გაყიდა მთელი შენი ნაკრების ფასად და მეორე სასტავით კარში არ დაარტყმევინა ნორმალურად რასაც ქვია მეტოქეს შენთუ გაცვია კარგი ფორმა მიტო არცხვენ ხო შენ ქვეყანას თან ვისთან ბიჭო რას უკირკიტებ სხვა როცა შენია დიდ .... მიხედე შენსას სხვასრო აქილიკებ ან რა ჭირს რუბინს ქართველი ქომაგის გასაკრიტიკებელი გაგლიჯავდა მაგ ბაქოს ნეფჩს რუბინი შუაზე და ზედ იმ სივასფორსაც მიაყოლებდა ვისთანაც ასე სამარცხვინოდ წავაგეთ ოც წუთში ბიჭოოო თან ვეღარ დარბოდენ ჩვენები დადიოდენ მოედანზე რასაც ქვია ვი ვის.ნერა ქუთაისში გყუყგვყავდეს ეგეთი დონის გუნდი კი განახებდი ამოყირავებულს ბარეორს თან ყოველ წელიწადს ხალხიც ბლომად ივლიდა სტადიონზე დღესრო ორი კაკალა დადის ..
zaza
06 აგვისტო 2021 13:34
2
ტერმინი "პროვინცია" სალანძღავი ტერმინი გგონია? ეს ლათინური სიტყვაა და ქვეყნის ან სახელმწიფოს ადმინისტაციულ ერთეულს ნიშნავს.
ზაზას
06 აგვისტო 2021 15:17
1
Isev rubinshia? Me megona gadasuli iyo. Politikur presas daemsgavsa sportulic. Saidan gaqvt amdeni nacari tvalshi rom gvayrit arvici. Tugindat dabloket
Milani
06 აგვისტო 2021 12:53
10
აი მექრთამე ჟურნალისტებისგან ზედმეტად გაპიარებული კვარაცხელია,
ტულა
06 აგვისტო 2021 12:45
14
რაც ყველაზე ცუდია, სულ ცოტა ხნის წინანდელი რუსული პრესა, ხვიჩაზე საგრძნობლად შეიცვალა და "перехваленный" და "возомнившый" ჩნდება, მის პერსპექტივას კი "ზენიტს" ან თურქეთს უკავშირებენ. ძალიან ცუდი! pr-ი და კარგი პრესა ნახევარი საქმეა. აქ ერთ-ერთ კომენტში მკითხველი "რუბინს" სოფლის კლუბად იხსენიებს და დაბომბეს დისლაიქით, ვინ აღმოჩნდა მართალი? თავმოყვარე ქვეყნის თავმოყვარე კლუბი, ევრო-ტურნირზე მსგავსი ეკიპირებით წარსდგებოდა? პროვინციული კლუბი არ ღალატობს თავის მეშჩანურ მენტალიტეტს.
რატი
06 აგვისტო 2021 12:09
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული