მთელი მატჩის განმავლობაში კოკისპირულად წვიმდა და ხვიჩას მაისურზე გვარი თითქმის წაუშალა. მსაჯმა ყაზანური გუნდის მწვრთნელს, ლეონიდ სლუცკის, ფეხბურთელებისთვის ფორმის გამოცვლა მოსთხოვა, მაგრამ მათ ამუნიციის სხვა კომპლექტი არ აღმოაჩნდათ და მეორე ტაიმში მაისურებზე ნომრები მარკერით დაიწერეს. რუსი ჟურნალისტები ხუმრობდნენ, რომ მათი გუნდი ბაზრობაზე ნაყიდი დაბალი ხარისხის ფორმით გავიდა მოედანზე. იმავეს წერს პოლონური გამოცემა sportowefakty. ჟურნალისტი ტანკრედი პალმიერი აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ეს ყველაზე მდიდარი კლუბების ტურნირი არ არის, მაგრამ ისეთი ეკიპირებით თამაშობენ, როგორითაც პაბ-ლიგაში ლოთები.
ასეთ პირობებში თამაში, რა თქმა უნდა, ძნელი იყო, თუმცა კვარაცხელიას ცდა არ დაუკლია. პირველ ტაიმში მეკარესთან პირისპირ გასულმა გოლი ვერ გაიტანა, შესვენების შემდეგ ხელსაყრელ პოზიციაზე ზოტოვი გაიყვანა და მან მიზანს ვერ უწია. 65-ე წუთზე სამ მცველს გაექცა, კარშიც დაარტყა, თუმცა ბოლო მომენტში მცველმა დაუბლოკა, 84-ე წუთზე კი შეცვალეს.
ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა 12 აგვისტოს ყაზანში გაიმართება და სტუმრად მიღწეული ფრის შემდეგ "რუბინს" პოლონური ბარიერის გადალახვის ურიგო შანსი როდი აქვს.
ყველაზე მეტად კი "მომწონს" კომენტარები სადაც სლუცკის აღმერთებენ.ალბათ რუსული პრესის გარდა არაფერს კითხულობენ, თორემ ამ "გამოჩენილი მწვრთნელის" ალკოჰოლთან ურთიერთობის შესახებაც რაიმე ეცოდინებათ.
მხოლოდ მტერსა და უტვინოს შეუძლია უსურვოს კვარაცხელიას დარჩენა რუსეთში.