სლუცკის აზრით, ტუდორი კვარაცხელიას გაუმკლავდა, პოლონელები კი ქართველს აქებენ

AutoSharing Option
"რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ "რაკუვთან" კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის ფრედ დასრულებული (0:0) მატჩი შეაფასა.

"ძალიან ინტენსიური თამაში, მაღალი სისწრაფეები და სველი მოედანი იყო. კარგი მატჩი ორმხრივი შანსებით. პირველ ტაიმში ორმა იძულებითმა შეცვლამ გაართულა მომავალი ცვლილებების პოტენციალი, რადგან მხოლოდ ერთი დროებითი სლოტი გვრჩებოდა. ჩვენ ის მაქსიმალურად გავაჭიანურეთ და თამაშის გაძლიერების შესაძლებლობა არ გვქონდა. ეს შედეგი ორივე გუნდს უტოვებს შანსს.

მეტოქის განაპირა მცველებმა კარგი შეხვედრა ჩაატარეს. ლოპესმა მაღალ დონეზე ითამაშა, ხოლო ტუდორმა კვარაცხელიას მეურვეობას თავი გაართვა.

ნომრები? თქვენთან ეკოლოგიურად სუფთა წვიმაა,
ჩვენმა ნომრებმა და მაისურებმა ვერ გაუძლო. ჩვენი ფორმები მჟავურ წვიმაზეა გათვლილი. თქვენთან კი წვიმა სუფთაა.

შეტევაზე ამინდმა გავლენა არ მოახდინა. განმეორებითი მატჩი რთული იქნება", - ციტირებს სლუცკის "ჩემპიონატი".

პოლონური კლუბის საიტი აღნიშნავს, რომ ყაზანური გუნდის ძირითადი მამოძრავებელი ძალა კვარაცხელიაა, რომელიც მე-15 წუთზე მეკარე კოვაჩევიჩთან პირისპირ გავიდა და გოლკიპერმა ასპროცენტიანი გოლი არ გაატანინა, 65-ე წუთზე კი ხვიჩას დარტყმული ბურთი მცველმა მოიგერია. sport.se წერს, რომ კოვაჩევიჩმა ქართველს გოლის გატანა არ დაანება და მატჩის გმირია.

მკითხველის კომენტარები / 6 /
და რითია მაგარი? რადგან ხვიჩას აქებს? ეგ ხო ჩვენც ვიცით.
sergo
15:37 07-08-2021
3
რაღაცას ცდილობდა მაგრამ ... ეგ არ იყო ტულის არსენალი
23

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული