ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო საკითხის ირგვლივ ბოლო პერიოდში უამრავი ინფორმაცია ვრცელდება. ფეხბურთელის აგენტ მამუკა ჯუღელთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ძირითადად ამ თემის ირგვლივ ვისაუბრეთ, თუმცა აგრეთვე სხვადასხვა საკითხს, მათ შორის ლუკა გაგნიძის ტრანსფერს, შევეხეთ.

- ხვიჩა კვარაცხელიამ ახალი სეზონი კარგად დაიწყო და "რუბინში" ისევ გამორჩეულია, თუმცა მისი ტრანსფერის მიმართ იმხელა ინტერესია, სპორტული მხარე, გარკვეულწილად, იჩრდილება. ამის შესახებ თქვენ რას გვეტყვით?

- 12 აგვისტოს შემდეგ "რუბინის" პრეზიდენტს უნდა შევხვდე. 85-90-პროცენტიანი ალბათობით, კვარაცხელია გუნდს შეიცვლის და ევროპის ძალიან მაღალი დონის კლუბში ითამაშებს. დაინტერესება უამრავია - ინგლისიდან, იტალიიდან თუ გერმანიიდან. ყველაფერი აგვისტოს ბოლომდე გაირკვევა.

- ბოლო პერიოდში ბევრი იწერება "მილანის" ინტერესსა და ტრანსფერში კახა კალაძის როლზე; საუბარია "ტოტენჰემზე", უფრო ადრე კი "ლიდსი" თავად ფეხბურთელმა დაადასტურა...

- არ მესმის, საიდან ავრცელებენ ინფორმაციას ადამიანები, რომლებსაც არც ფეხბურთელთან აქვთ ურთიერთობა, არც კლუბთან და არც აგენტთან. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ "მილანისგან" არანაირი დაინტერესება არ ყოფილა და ამ საკითხზე ჩვენ არც საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი დაგვკავშირებია.

მილანური კლუბისგან იყო ინტერესი, მაგრამ ეს იყო "ინტერი", რომლის ხელმძღვანელობასაც აპრილში შევხვდით. რაც შეეხება "ტოტენჰემს", ამ შემთხვევაში ინფორმაციას დავადასტურებ, მათი მხრიდან სერიოზული ინტერესია. "ლიდსზეც" რაიმე ახალს და ხვიჩას ნათქვამზე მეტს ვერ ვიტყვი.

- უფრო მეტი რომ გვითხრათ კვარაცხელიას მსურველ კლუბებზე და არის თუ არა რომელიმე ვარიანტი გამოკვეთილი?

- ხვიჩა ინგლისის პრემიერლიგის თითქმის ყველა გუნდს სურს, მაგალითად, "ევერტონს", "ბრაიტონსა" და "ვულვზს", მაგრამ ერთია ინტერესი და მეორე რეალური წინადადება. იტალიიდან, "ინტერის" გარდა, კვარაცხელია "იუვენტუსსაც" სურს; არის "ატალანტას", "ნაპოლისა" და "ლაციოს" დაინტერესება. ინიციატივას გერმანიის ბუნდესლგისის, მინიმუმ, 5 კლუბი იჩენს.

ამ ეტაპზე, აქტიური მოლაპარაკება მხოლოდ 2 კლუბთან მიმდინარეობს, რომელთაგანაც ერთი ინგლისის, მეორე კი იტალიისაა. მათ ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებული ყველა დეტალი იციან. როცა ყველაფერი გაირკვევა, საზოგადოება პირველად sportall.ge-ს მეშვეობით შეიტყობს.

- საბა კვირკველიას მიმართ გულშემატკივრებს დიდი ინტერესი აქვთ. ბოლო პერიოდში მას არაბეთს უკავშირებდნენ...

- არაბული კლუბისგან ინტერესი ნამდვილად არის, თუმცა საბას ევროპაში თამაში სურს. დაინტერესება, რა თქმა უნდა, რუსული კლუბებიდანაც არის. ყველაფერი უახლოეს დღეებში გადაწყდება.

- თქვენ ირაკლი აზაროვის აგენტიც ხართ. კვიპროსული "პაფოსის" ვარიანტზე დაიწერა...

- აზაროვი არ წავა ისეთი საშუალო დონის ჩემპიონატში, როგორიც კვიპროსი და ალბანეთია. ჩემი სურვილია და ამაში კლუბის ხელმძღვანელობაც მეთანხმება, რომ მან ბათუმის "დინამოში" ასპარეზობა გააგრძელოს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მისი მაღალი დონის ჩემპიონატში გადაბარგება პირველი რიგის ამოცანა იქნება.

აქვე, ბათუმის "დინამოს" წარმატებები მინდა ვუსურვო - დაკარგული არაფერი არაა და მჯერა, გუნდი თურქეთში გამარჯვებასა და შემდეგ ეტაპზე გასვლას შეძლებს. წინა ინტერვიუშიც ვთქვი, რომ კლუბს ძალიან კარგი ხელმძღვანელობა - პრეზიდენტი არჩილ ბერიძე, სპორტული დირექტორი ლადო დვალიშვილი და მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე ჰყავს. ბელარუსში მათ წარმატებაში დარწმუნებული ვიყავი. ბათუმელთა რიგებში, ფაქტობრივად, ორი თანაბარი ძალის შემადგენლობაა.

- ეროვნული ლიგიდან რუსეთში გადაბარგებულ კიდევ ერთ ფეხბურთელ ლუკა გაგნიძეზე უნდა გკითხოთ, გულშემატკივარი მოსკოვის "დინამოსგან" მისი განათხოვრებით უკმაყოფილოა...

- მე რომ მის ადგილას ვყოფილიყავი, სხვანაირად მოვიქცეოდი. არანაირად არ უნდა დაშვებულიყო ის, რომ გაგნიძე მოსკოვური კლუბიდან გაენათხოვრებინათ! მე ქართველ ფეხბურთელს წარმატებებს ვუსურვებ!

გიორგის
ჯუღელს თუ გინდა პირში ვეტყვით და ბევრჯერ გვითქვამს რასაც ვფიქრობთ,გაიხსენოს რესტორანი რასია,ძააან თუ გაინტერესებს შენც მოგიკითხავთ..
123
რუსეთს ვერ სცდება ეს კაცი!
გიორგის
ჯუღელი აფერისტი და თაღლითია,ჯერ იგრავოი პრაკტიკა ამას რომ იტყვის აგენტის ის მაგარი თაღლითია,პერეგავორები ხო საერთოდ გლიჯავს,გატყობ შენც მაგარი მწიფეხარ
გიორგი
ამ კაცმა კარგ გუნდში რო გადაიყვანოს ხვიჩა მერე რას დაწერთ მამუკას მაგინებლები
ooo
ძაან მაგარია კვარა და ამიტომაა ასეთი დიდი მოთხოვნა ევროპის დიდი კლუბებიდან,მაგრამ ერთი,არ ორი პატარა ნაკლი აქვს: გოლებს ვერ იტანს და ბოლო პასი არ იცის.
ლაშა
ნუ ის რაცაა, ფოტოც ისაა, მაგრამ! აი ხვიჩას ყველაზე დიდ და მაგარ ფანებს კითხვა: ეს, ბიჭის ფოტო არ გაღიზიანებთ???
Rezo
გაგნიძის საკითხში 100% მართალს ამბობს
ქ. გ.
ჩვენი ყველაზე პერსპეკტიული ფეხბურთელი ჯუღელს ჩააბარეს.
jjj
ტალანტით არც სმოლოვი და არც მირანჩუკი ხვიჩას ნახევარც კი არ არის.
დათა თუთაშხია
მაგაშია ზუსტად საქმე, რომ ეს ორი რამ ერთმანეთში ერევათ ხშირად. დიდ ფულს რუსეთში ცუდ კლუბებშიც შოულობენ, აგენტზე და კლუბის ხელმძღვანელობასთან მის ურთიერთობებზეა დამოკიდებული. ამაშია ზუსტად ჯუღელი მაგარი. ევროპის ტოპ ლიგებში კიდევ ნამდვილად არაა ასე (ნუ იტალიაში ურევენ ზოგიერთები მხოლოდ) და ფულს ასე მარტივად კლუბი დაატკატებაში არ იხდის. მაგიტომაცაა, ხშირად რუსეთში დარჩენა რომ ურჩევნიათ - აგენტიც კმაყოფილია, ფეხბურთლიც, ფეხბურთლის ოჯახიც, კლუბიც. ოღონდ დიდ ფეხბურთს ასე ვერ ითამაშებ. ჯერ დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშო ევროპაში და დიდი ფული თავისით მოდის. ამის იმედი კიდევ ჩვენი ფეხბურთლების უმრავვლესობას არ აქვს და მაგიტომაც აკეთებენ იმ არჩევანს, რასაც ვხედავთ. იმედი მაქვს, ხვიჩას შემთხვევაში ასეთი რამე არ მოხდება.
კახა
მაგარი აგენტია და სიტყვის კაცია,რამდენს დაეხმარა ბევრმა არც იცით აქ, ბევრი ისევ საქართველოში დარჩებოდა სათამაშოდ,ეს რომ არ დახმარებოდა და ცხოვრება აუწყო ვისთანაც საქმე ჰქონია.ამიტომ რაც არ იცით ნუ ლაპარაკობთ,მითუმეტეს კლავიატურას ამოფარებული ლომები.
gela
ზუსტად მაგაშია საქმე რომ, არც აგენტს და არც მამამისს არ უნდათ ევროპაში ლატარეა, განაღდებული უკავიათ და ეგაა.კი ვიძახით რო ნებისმიერ ევროპის კლუბში ითამაშებსო, მარა აი დარწმუნებული ვარ ჯუღელს მოყავს სმოლოვის და მირანჩუკის მაგალუთი, პირველი "ვალენსიაში" მეორე "ატალანტაში", ეძლეოდათ მინ.სათამაშო დრო და სმოლოვი დაბრუნდა რუსეთში, მირანჩუკი კერ სკამზეა, არაფრით ეს ორი არ არის ხვიჩაზე სუსტი მოთამაშე, მაგრამ აი ესეა, ეს იციან და არ რისკავენ.
Martali
Es Kaci mgoni fifas career Modes tamashobs da mocyvetilia realobas....
888
ვკვდები სიცილით,ქვემოთ ხუმრობით სტატუსი დავწერე და უმრავლესობას მართალი ეგონა.რა გვეშველება?!
სფფ
ამან რუსთავში გაზაევის შვილი მწვრთნელად და ოსი ფეხბურთელები გაასაღა კაი ფასში)))
ზურა
აგენტს საერთოდ პირველ რიგში ის ადარდებს,რომ კარგი კუში მოხიოს,ამ შემთხვევაში კვარას მამა და ჯუღელი ერთმანეთის უცხოები არ არიან იცნობენ ერთმანეთს სულ მცირე და ორივე დაინტერესებულები არიან დიდი ფულის შოვნით! ბოლო ბოლო ფეხბურთი უკვე დიდი ბიზნესია და კვარას მამასაც ნუ გავამტყუნებთ! ამ კაცს თავის შვილში აქვს ყველაფერი ჩადებული და უნდა,რომ უზრუნველი ცხოვრება შეიქმნას კვარამ! თქვენ უყურებთ გულშემატკივრის თვალით და მამამისი ფიქრობს შვილის მომავალზე! დარწმუნებული ვარ ყველაზე მეტად უნდა მამამისს შვილი მაგარ გუნდში ყავდეს და კაი ხელფასიც ქონდეს!
ქ. გ.
ამ კაცმა ასი ლარი რომ გთხოვოს, ასესხებ? ძროხა რომ მოგყიდოს, იყიდი?
ჯაბა
ამასთან სეკას ითამაშებ?)))
gio
ამ კაცთან მოლაპარალების მაგიდასთან რო დაჯდები მაგის მერე მასთამ და მის ფეხბჰრთელებთან არანაირი სურვილი არ გექმება რაიმე ურთიერთობის გაგრძელების. ეს აგენტო ღუპავს კვარას !!!

იუვენტუსი ან ტოტენჰემი...
H
სადღა ყავს ინტერს თავდასხმა )))

მეიცა, ჯერ პერეგავორები მიდის
bbb
agenti ambobs asiani gavyidito xalxs arsjera... xvichamac tqva gadavdivaro da vingha unda tqvas rom daijerot...
Modric
არავის არ ეწყინება ხვიჩას გრანდში გადასვლა. ყველას გაგვიხარდება მაგრამ ამ ადამიანის "ტრიპაჩობა" და გრანდებზე საუბარი უკვე სასაცილოა. რამდენი ფეხბურთელი გადაუყვანია გრანდში? - ნული. ადამიანი საქმით ფასდება და არა ლაპარაკით. რომ თქვას - ფულს ვაშოვნინებო, დაიჯერება. ამას ნამდვილად იზამს, რადგან გაუკეთებია უკვე. მისმა ფეხბურთელებმა ფული იშოვეს. მაგრამ გრანდში, და დიდი ფეხბურთი არავის უთამაშია.
კალისტრატე
ავტორს: გამოაგზავნინე ჯუღელს სხვა სურათი, თორემ ხალხი ნერვიულობს, "ვიდზე" ვერააო. ვის რა სადარდელი აქვს. ღმერთო, უშველე ყველას.
ლევანი
ზოგს ჯუღელის იერი არ მოსწონს, ზოგს ხვიჩას სურათი, ზოგს უნდა ხვიჩამ წვერი გაიპარსოს, ზოგი კი თვლის, რომ ჟურნალისტები შავი მაგიის საშუალებით ხვიჩას თარსავენ, რადგან წერენ მასზე ძალიან ბევრს. ამათ კომენტარების გაკეთება უნდა აუკრძალო. ნამდვილი საგიჟეთია.
ჟორა
ვითომდა რატომ? ეტყვის ნეაპოლში ჩდმ ხოდა გააძრობენ იტალიელები 20 მილიონს.ისე სურათი ძველ საბჭოთა პერიოდში მილიციასთან რომ იყო გამოკრული-იძებნება წვრილი აფეროსტობისათვის და ნარკოდამოკიდებულებისათვის.
ლშა
კაცი იძახის რო 80 % გადავაო , თვითონ ხვიჩას აგენტი და ამათ მაინც არ ჯერათ , ესენი ჟურნალისტების ნათქვამს დაიჯერბენ ? ეს ვაი გულშემატკვირები . რო ვერასდ გადავიდეს უფრო გაახარებთ ვიდრე ხვიჩას ტოპ ტრანსფერი .
აბრეზა
ალბათ ინტერი
Mosexoneli
ინტერში მალე შეცვლიდა პერიშიჩს მის მხარეს მეტ ონტერს ასეთი არ ყავს ბარელასთან ერთად მაგარი ახალგაზდა დუეტი იქნებოდა თან ინტერის თვდასხმა მის პასების 80 პროცენტს გამოიყენებდა.ეჰ
უტა
ღადაობაა უკვე, და ამდენი სერიოზული ხალხი ამის ზღაპრებზე რო ვაკეთებთ კომენტარს, მაგან რა ფოტოც უნდა ის დადოს, მარა იმ ბავშვის სამარცხვინო ფოტო გამოვცვალოთ უეჭველი.
ანას ქმარი
აგენტის ექსკლუზივია, რა ვარაუდი
ნოდო
კალაძეს მაგარი გაუჩალიჩა ნამდვილად იქნებოდა რამოდენიმე ადამიანი ვისაც გადაწწყვეტილი ექნებოდა ხმის მიცემა რადგან მილანის ამბებში მისი ხელი ერია :D
გოგა
ნუ ერთი ტოტენჰემია კი თქვა და მეორე იტალიური, რომელი გუნდია ნეტა
888
ჯუღელს არანაირი უფლება არ აქვს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გარეშე გაყიდოს ფეხბურთელი,რადგან გაყიდვის შემოსავალი რჩება მხოლოდ მას.კობიაშვილს და მუჯირს რაღა?ჰა? ეს ფეხბურთელები,რომ გაასხვისე ჯუღელო უმრავლესობის ლიდერის ბატონი ირაკლი კობახიძის თანხმობა გქონდა?საქართველოს მთავრობა არის საქმის კურსში? გაგვეცი პასუხი.
გეგი
აი უკვე მართლა რომ ტვინი გაღუნეთ ვერ ხვდებით?რა უბედურებაა ხალხო ეს აჟიოტაჟი აცადეთ რა ადამიანს ფეხბურთის თამაში! მიანც და მაინც რაღაც უნდა მოხდეს ამ სულელური ვარაუდების გამო?
პოლრტერგეისტი
ბატონო მამუკა, ვამაყობთ როგორც ხვიჩას ნიჭით ასევე თქვენი ნიჭით და ქარიზმით.
გელას
გელა კლავიატურის ვირტუოზო ჯუღეს გადაეცი ძმებისგან სალამი და ნახე როგორ დაფაცურდეს ის პატარა კაცი,შენზე რა უნდა
ემიგრანტი
წელს თუ მომავალ წელს ტოპ ლიგაში ითამაშებს მოთმინება ვიქონიოთ ქართველებო ... ხვიჩა რომ ტალანტია ხო ყველა ვთანხმდებით✌✌✌
გელა
რედაქციას ვთხოვ იმ ხალხის კომენტარები არ გაუშვან, რომლებიც ტრანსფერების საკითხში ვერ ერკვევიან და სრულიად უცნობ ადამიანს, ამ შემთხვევაში ჯუღელს, შეურაცხყოფას აყენებენ.
ვახო
სანდროს: გეთანხმები, ვერ გავიგე, ეს ჯუღელი რატომ ამოიჩემეს. ვის რა დაუშავა? ყველა ფეხბურთელი აქებს, არავისთნ ჩაჭრილა ფულში და ადამიანობაში და ამ უცნობ და საქმეში ჩაუხედავ ხალხს ვინ რას ეკითხება, რომლებიც აზრზე არ არიან რა ხდება.
სანდრო
მადლობა ანთაძეს საინტერესო ინტერვიუსთვის. ეს ის კი არაა, ზღაპრებს რომ ყვებიან კვარაცხელიაზე. რაც შეეხება ჯუღელს, მისი ყველა ყოფილი და ამჟამინდელი კლიენტი-ფეხბურთელი კმაყოფილია, არავისთან არაფერში ჩაჭრილა და ვერ გავიგე, რატომ ამოიჩემეს.
ექსკლუზივი
არა მზე
jango
ამ თაღლითს როგორ უჯერებთ? ყოველ წამს იტყუება..
ზორბეგი
აფერისტ
პაატა
ამ გამომეტყველების აგენტი ტოპ კლუბში გაყიდის ხვიჩას?!:( ჯუღელის ეს ფოტო მაინც არ დაგედოთ:))))
beqa
თითუ ეს აზაროვის აგენტი ყოფილა იმედები მქონდა მინიმუმ ჰოლანდიაში ან აუსტრიაში გადავათქო :)) იგრავოი პრაკტიკა
რა მაფიაა?
სტატია ჯერ არ წამიკითხავს, მარა ამ კაცის ასეთი ძველბიჭური "ვარაბსკოი" ფოტოს მერი არ მოიპოვება არაფერი? ვინ რა მოლაპარაკებაზე წამოვა, რო უყურებ ტიპს, გატყუებს ფოტოდან, იმენა დაჩაგვრას ცდილობს...
"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა
კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული
კონტე: კვარაცხელია წავიდა - ხელმძღვანელობამ შეცდომები აღიარა
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს
ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ
სვანაძე: საფრანგეთთან ზედმეტი მოტივაცია არ გვჭირდება - სულ სხვა ასპარეზი იშლება ჩვენს წინაშე
გატუზო იტალიის ნაკრებს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში
ნაგაიამა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე
[VIDEO] მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილება - სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
ტრაგედია მიხეილ აშვეთიას ოჯახში...
"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა
[VIDEO] "რეალმა" არნოლდი წარადგინა - ინგლისელმა პრესკონფერენციაზე ყველა გააკვირვა
ცნობილია, რატომ თქვა ოსიმენმა 40 მილიონზე უარი - ნიგერიელის მომავალი მოულოდნელად ვითარდება
"36 წლის ძიუბა ბევრ ევროპულ გრანდს გააძლიერებდა" - ბრაზილიელ აგენტს არტიომის იმედი აქვს
"ნაპოლი" "ლივერპულის" კიდევ ერთი შემტევის გადაბირებას შეეცდება
შენგელიას 29 ქულა და MVP-ის ტიტული | "ვირტუსმა" ფინალური სერია მოგებით გახსნა
კიეზას "ლივერპულში" თამაში არ უწევს და "ნაპოლიში" გადასვლა სურს
კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატს იწყებს - მესისთან დაპირისპირების შანსი
გაგნიძემ მოსკოვის "ლოკომოტივს" ურთულესი პოზიციიდან გაუტანა [VIDEO]
"ტრანსფერამდე ბევრ ადამიანს ვესაუბრე და ყველამ ეს აღნიშნა" - გაგნიძის კომენტარი "კრილია სოვეტოვში" გადასვლის შემდეგ
ჯუღელის ნათქვამი მალე აცხადდება? - საუდის არაბეთში ოსიმენის კონტრაქტის გამოსასყიდს იხდიან, "მანჩესტერ იუნაიტედი" სხვა ფორვარდს იმატებს
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
რუსეთში დაბრუნებულმა ქუთათელაძემ სადებიუტო მატჩში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
"კვარაცხელიას ტრანსფერზე 6 თვე ხმაურის გარეშე ვმუშაობდით" - აგენტმა სიტუაცია განმარტა
[VIDEO] ასე უყვარს კვარაცხელიას მწვრთნელს პსჟ - ინტერნეტში დასასვენებლად მყოფი ლუის ენრიკეს კადრები ვრცელდება
"დე ლაურენტისი დათმობაზე წავიდა, ჯუღელის პირობები დაკმაყოფილდება" - "კვარას" ახალი ხელშეკრულების დეტალები ცნობილია
"დანაშაული" და სასჯელი - "ნაპოლი" ხვიჩას მიმართ ზომების გატარებას გეგმავს
დაინტერესება სერიოზულია - კვარაცხელია გვარდიოლას სიაშია და "სიტი" ოფიციალური შეთავაზებისთვის ემზადება
კვარაცხელიას თანაგუნდელი რონალდოსთან? - პსჟ-ის ფეხბურთელის გაშვება არ სურს
"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა
ასე შედგა კვარაცხელიას ტრანსფერი პსჟ-ში - გუნდის პრეზიდენტმა ახსნა, როგორ არჩევენ პარიზელები ფეხბურთელებს და ვინ წყვეტს საბოლოოდ მათ ყიდვას
ლუკა გაგნიძე იჯარით მოსკოვის "დინამოდან" "კრილია სოვეტოვში" გადავა
გაგნიძეს მოსკოვის "დინამოში" არ ათამაშებენ და შეიძლება "რაკუვში" წასვლა გაუხსენონ
"კვარაცხელიამ "ინტერთან" ფინალამდე 2 დღით ადრე ტრავმა მიიღო, მოედანი თავის ფეხით ვერ დატოვა და შემდეგ ეს გააკეთა" - პსჟ-ის პრეზიდენტმა ქართველზე უცნობი ისტორია მოჰყვა
პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება - რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი
ატყდა დავიდარაბა. "სლოვანმა" რუსულ გუნდთან საიდუმლო მატჩი ჩაატარა - კანკავამ გაიტანა, გვილიამ ითამაშა [VIDEO]