რუსეთის პრემიერლიგის მესამე ტურში "ურალი" სტუმრად 0:2 დამარცხდა "სოჭისთან". ეკატერნბურგულ გუნდში 65-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე. "ურალის" მწვრთნელმა იური მატვეევმა ნამატჩევს კომენტარი გააკეთა:
"თამაში ძალიან ცუდად დავიწყეთ, სწრაფი გოლი გავუშვით და ამის შემდეგ გამოფხიზლება ვერ შევძელით. სამწუხაროდ, პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ჩავატარეთ. შესვენებაზე ცვლილებები განვახორციელეთ. მეორე ტაიმში გაცილებით აქტიურად ვმოქმედებდით, მომენტები შევქმენით. ბურთი კარამდე ვერ მიგვქონდა. ერიკს კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ბურთი ხარიხას გაარტყა. შემდეგ ისეთი თამაში წავიდა, რომ გოლის გატანა ორივე გუნდს შეეძლო. VAR-ი ჩაერია და ჩვენს
კარში პენალტი დანიშნეს.
რას ვიტყოდი გაგნიძეზე და კმაყოფილი ვარ თუ არა მისი იჯარით აყვანით? დიახ, ადაპტაციას გადის, ორი კვირაა, რაც ჩვენთანაა, კმაყოფილი ვართ, ტექნიკურია, ნათელი გონება აქვს და იმედია, სარგებელს მოგვიტანს".