FutbolFantasy გუნდების სავარაუდო შემადგენლობებს პროცენტული ვარაუდებით აქვეყნებს, 20 წლის ქართველ მეკარეს კი ძირითადში თამაშის 70%-იანი ალბათობა აქვს. აღსანიშნავია, რომ კასპერ სილესენსა და ხაუმე დომენეკს ტრავმები აწუხებთ, ვალენსიურ კლუბში კი ამ ამპლუის კიდევ ერთი ფეხბურთელია - 23 წლის კრისტიან რივერო.
შეგახსენებთ, მამარდაშვილმა სეზონის მოსამზადებელი მატჩები მაღალ დონეზე ჩაატარა და მოწონებაც დაიმსახურა. გიორგის ახალ კლუბთან ადაპტირება არ გასჭირვებია.
რაც შეეხება მამარდაშვილის გუნდის ტიტულებს - ექვსჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი (უკანასკნელად 2003-04 წლების სეზონში), ესპანეთის სამეფო თასს რვაჯერ დაეუფლა, ერთხელ უეფას თასის, ორჯერ კი ევროპის სუპერთასის გამარჯვებულია.
გიორგი ქოჩორაშვილის გარდა, რომელიც "ლევანტეში" გამოდის, ამ ესპანურ კლუბში შოთა არველაძემ 4 შეხვედრა გამართა, ესპანურ გზაზე პირველი კი საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფორვარდი გიორგი დემეტრაძე იყო, რომელიც "რეალ სოსიედადის" მაისურით 13 შეხვედრაში 1 გოლის ავტორია.
eldesmarque: მამარდაშვილი "მილანთან" მატჩის გმირი იყო
ესპანური მედია: თუ სილესენმა ტრავმა ვერ მოირჩინა, მამარდაშვილი პირველი მეკარე გახდება